ზუგდიდის მერიასთან დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას  მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

ზუგდიდის მერიის შენობასთან, სუს-ის მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქობალიას პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფელაბას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ხატია ჯანაშიას თქმით, ქობალია გამოძიებასთან თანამშრომლობდა და მისი დაკავება არ იყო აუცილებელი.

„მერიის წინ იმიტომ გადავწყვიტეთ აქციის გამართვა, რომ სწორედ ამ შენობაში მუშაობდა წლების მანძილზე და ემსახურებოდა კეთილსინდისიერად მუნიციპალიტეტს. ჩვენ კარგად ვიცნობთ მას და სიმართლის დადგენას მისი გირაოთი გამოშვება ხელს ნამდვილად არ შეუშლის“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

მშვიდობიანი აქციის ბოლოს მხარდამჭერებმა პეტიციას - „სოლიდარობა თენგო ქობალიას“ მოაწერეს ხელი.

ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

თორნიკე შარაშენიძე  - „ოცნებას“ სურს ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩენა და ამისთვის სიტუაციას ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2019
მიხეილ უკლება - ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დაბალანსდება შავი ზღვის რეგიონში გლობალური და რეგიონალური მოთამაშეების ინტერესები
კომპანიამ Aviabiletebi.org მობილური აპლიკაცია ანდროიდის სისტემაზეც განაახლა
SS.ge-ში გუგლის სერვისების ინტეგრაცია მოხდა
Cushman and Wakefield Georgia-ს კვლევის მიხედვით "გალერია თბილისი" თბილისის საუკეთესო სავაჭრო ცენტრად დასახელდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-მა სს „ნიკორას“  BB- რეიტინგი მიანიჭა, სს „ნიკორა ტრეიდს“ B+ რეიტინგი დაუდასტურა