ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბოდბის მონასტერთან ორდონიანი ავტოსადგომის მოწყობა და მონასტრიდან წმინდა ნინოს წყარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას.

ბოდბის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვა კახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა