გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემის მონიტორინგისას ხარვეზი დაფიქსირდა

გორის 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის გათბობის სისტემის მონიტორინგისას ხარვეზი დაფიქსირდა.

შიდა ქართლის საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სამედიცინო თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში ბუნებრივი აირის მოწყობილობების შემოწმება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა გასულ კვირას მიიღო.

გიორგი ხოჯევანიშვილი კომპანია „სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლებს შეხვდა და ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების ნორმების დასაცავად და შესაძლო რისკების შესამცირებლად, პირველ რიგში, საბავშვო ბაღების, სკოლების, სამედიცინო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებებში განთავსებული გამათბობლების შემოწმება დაიგეგმა.

“ბუნებრივი აირის უსაფრთხო გამოყენება, დღესდღეობით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი ნათლად დაგვანახვა ბოლო პერიოდში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმაც. ვინაიდან, ჩვენთვის, მოსახლეობის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ვფიქრობთ, პრევენციული ზომები, რომელთა მიღებასაც ვაპირებთ, მსგავს ფაქტებს თავიდან აგვარიდებს", -განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მიმდინარე პროფილაქტიკური შემოწმებების პროცესში, გორში, 13 საბავშვო ბაღში ბუნებრივი აირის სისტემაში ხარვეზები დაფიქსირდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ლია კოვზიშვილის განცხადებით, ჩატარებული შემოწმებების შედეგად გარკვეული რეკომენდაციები მიიღეს და ვინაიდან შაბათი და კვირა დასვენების დღეებია, მაქსიმალურად მოხდება ამ ორი დღის გამოყენება ხარვეზების აღმოსაფხვრელად. იმ ბაღებში კი, სადაც შესასრულებელი სამუშაოებისთვის შაბათი-კვირა საკმარისი არ აღმოჩნდება, სპეციალისტების მეთვალყურეობით განახლდება სააღმზრდელო პროცესი და პარალელურად დასრულდება სამუშაოები. შემოწმება გაგრძელდება მუნიციპალიტეტის სხვა ბაღებშიც.

გავრცელებული ვირუსული ინფექციების გამო, 15 თებერვლის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თავისუფალი დასწრების გრაფიკი მოქმედებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო