ლადო პაპავა  - სკოლებში გამოცდების გაუქმება ნაჩქარევი იყო, რადგან სამინისტრო  მხოლოდ ახლა აპირებს  ახალ სისტემაზე გადასვლას, რომელიც ჯერ არ ვიცით როგორი უნდა იყოს

განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების აქტუალურ თემებსა და პრობლემებზე” ინტერპრესნიუსი” თსუ-ს პროფესორს, ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, უკანასკნელ დღეებში აქტიურად განიხილება განათლების სამინისტროს მიერ განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც სამინისტრომ დაანონსა. ამ თემაზე დისკუსია საზოგადოებაში არ ცხრება. ამავე თემაზე პარლამენტში გაიმართა მსჯელობა მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის მონაწილეობით.

მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს მიერ დაგეგმილ ცვლილებებზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები ბევრი გამოითქვა, განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრი რამ მაინც გაუგებარი დარჩება იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილებებზე საუბარმა სრული წარმოდგენა ვერ შექმნა თავად ცვლილებებზე.

განათლების სისტემის მესვეურები ახლა გვპირდებიან, რომ მალე გაგვაცნობენ იმ კვლევის შედეგებს, რის საფუძველზეც გადაწყდა ცვლილებების განხორციელება. წესით, ეს მანამდე რომ გაეკეთებინათ, ალბათ კარგი იქნებოდა. თქვენ როგორ შეაფასებდით განათლების სისტემაში დაგეგმილ იმ ცვლილებებს, რომელზეც მინისტრი ბატიაშვილი და სხვები საუბრობენ?

- იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში რეფორმა იყოს წარმატებული, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ეს კი შეუძლებელია, თუ საზოგადოებას დეტალურად არ გააცნობენ ამ რეფორმის მიზნებს, გადასაჭრელი ამოცანების შინაარს და მათი გადაჭრის გზებსა და ვადებს.

იმისთვის, რომ ნებისმიერ სფეროში რეფორმა იყოს წარმატებული, აუცილებელია, რომ მას ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ეს კი შეუძლებელია თუ საზოგადოებას დეტალურად არ გააცნობენ ამ რეფორმის მიზნებს, გადასაჭრელი ამოცანების შინაარსს და მათი გადაჭრის გზებსა და ვადებს

რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკა მოითხოვს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ჩაეტარებინა ფართოფორმატიანი შეხვედრები და დისკუსიები პროფესიული წრეების წარმომადგენლებთან, მოეხდინა რეფორმის შინაარსის კარგი გაგებით „გაპიარება“ და შემდეგ დაეწყო ქმედება.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, რის გამოც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვდა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მე-11 და მე-12 კლასებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში გამოცდა უნარებში უნივერსიტეტების ასარჩევი გახდა.

სამწუხაროდ, მთლიანობაში განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ჩანაფიქრში სრულად გარკვევა შეუძლებელია, რადგანაც რეფორმის ამსახველი დოკუმენტი, თუკი ის არსებობს, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის...

თურმე ირკვევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმის ფრაგმენტია, რაც სამინისტროს რეფორმის კონტექსტში აქვს ჩაფიქრებული. თუმცა, სამწუხაროდ, მთლიანობაში განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების ჩანაფიქრში სრულად გარკვევა შეუძლებელია, რადგანაც რეფორმის ამსახველი დოკუმენტი, თუკი ის არსებობს, ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის...

- თქვენი აზრით, ცვლილებებით განსაზღვრული მიზნები რამდენად რეალიზებადია იმ რეალობის გათვალისწინებით, რა მოცემულობაცაა ჩამოყალიბებული დღეისათვის ჩვენს საგანამათლებლო სისტემაში?

- თქვენ კითხვაზე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემა შეუძლებელია, სანამ ხელმისაწვდომი არ გახდება რეფორმის ამსახველი პროგრამული დოკუმენტის გაცნობა. ის, რომ განათლების და მეცნიერების სისტემაში ბევრი პრობლემაა დაგროვებული, რომ ამ სფეროს ესაჭიროება სერიოზული რეფორმირება, საკამათო ნამდვილად არ არის. მთავარია სწორედ გავიაზროთ თუ რას და რატომ ვაკეთებთ და საიდან უნდა დავიწყოთ.

ის, რომ განათლების და მეცნიერების სისტემაში ბევრი პრობლემაა დაგროვებული, ის, რომ ამ სფეროს ესაჭიროება სერიოზული რეფორმირება, საკამათო ნამდვილად არ არის. მთავარია სწორად გავიაზროთ ის, თუ რას და რატომ ვაკეთებთ და საიდან უნდა დავიწყოთ

ჩემთვის, როგორც ეკონომისტისთვის, საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთადერთი სწორი მოდელია ის, რაც ცნობილია „ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის“ სახელით.

ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა კი ვერ შეიქმნება მეცნიერების და მეცნიერებაზე ორიენტირებული განათლების სისტემის გარეშე. აქედან გამომდინარე, განათლების სისტემის რეფორმა დასაწყებია არა საბავშვო ბაღიდან (როგორც ამას ბევრი მიიჩნევს), არამედ მეცნიერებიდან, რომ მეცნიერის პროფესია გახდეს პრესტიჟული, რომ ნიჭიერი ადამიანი თავის მომავალს არა მარტო ბიზნესში, არამედ და უწინარეს ყოვლისა მეცნიერებაში ხედავდეს.

როცა გვეცოდინება თუ როგორი მეცნიერება გვინდა, მერე შედარებით ადვილია იმის განსაზღვრა თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლება, აქედან გამომდინარე - საშუალო და პროფესიული განათლება და ბოლოს, როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი

როცა გვეცოდინება თუ როგორი მეცნიერება გვინდა, მერე შედარებით ადვილია იმის განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლება, აქედან გამომდინარე, საშუალო და პროფესიული განათლება, დაბოლოს, როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი.

აქვე მინდა რჩევის სახით მივმართო საქართველოს მთავრობას, რომ მეცნიერება არ არის განათლების მეხუთე საფეხური, როგორც ეს სამთავრობო პროგრამაში წერია და როგორც ამას ხმამაღლა ხაზს უსვამს მთავრობის ზოგიერთი წევრი.

როცა ალბერტ აინშტაინმა შექმნა ფარდობითობის თეორია, ეს იყო სამეცნიერო აღმოჩენა და არა განათლების რომელიღაც საფეხური, ხოლო ამ თეორიის სწავლება კი უკვე განათლების ნაწილია.

- გასაგებია, რომ სიახლეებზე სულ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ აშკარად არათანმიმდევრულად გამოიყურება მიდგომები. უფრო სწორად, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მთლიანობაში არ გვაქვს განსაზღრული როგორი საგანმანათლებლო სისტემა გვინდა რომ გვქონდეს.

მეტიც, უხეშად რომ ვთქვათ, არ გვაქვს გააზრებული სკოლას საბოლოო ჯამში სავარაუდოდ როგორი „პროდუქტის გამოშვება“ ევალება. ეს რომ იქნება განსაზღრული, ამას უნდა დაექვემდებაროს ამ მიმართულებით შემდგომ მიღებული ყველა გადაწყვეტილება.

შესაძლოა, ბევრი საკამათო აზრი გამოვთქვი, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ განცდა, რომ განათლების სამინისტრომ ზუსტად იცის როგორი უნდა ჰქონდეს ქვეყანას საგანმანათლებლო სისტემა?

- იმის გამო, რომ თითოეული ჩვენთაგანი დაკავშირებულია განათლების სისტემასთან იმის გამო, რომ თავად და ან ოჯახის წევრები არიან ან იყვნენ მოსწავლეები თუ სტუდენტები, პრაქტიკულად ყველას აქვს იმის განცდა, რომ განათლების ექსპერტია და მასზე უკეთ შესაძლოა ვერც ვერავინ მოიძებნოს, ვინც იცის ამ სისტემის გაუმჯობესების უმთავრესი გზა.

კაცს, რომელსაც ცხოვრებაში სტატია, - არ ვამბობ მონოგრაფია, - არ დაუწერია, კონფერენციაზე მოხსენება არ გაუკეთებია, სახელმძღვანელო არ შეუქმნია და სტუდენტებისთვის ლექცია არ წაუკითხავს, ხოლო სკოლაში გაკვეთილი არ ჩაუტარებია, არ უნდა მოსთხოვო განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირების პროექტის მომზადება...

ნამდვილი ექსპერტები კი მხოლოდ მეცნიერები, პროფესორები, მასწავლებლები არიან ანუ მხოლოდ ისინი, ვისაც ცოდნა შეუქმნია და ცოდნა გადაუცია. კაცს, რომელსაც ცხოვრებაში სტატია, - არ ვამბობ მონოგრაფია, - არ დაუწერია, კონფერენციაზე მოხსენება არ გაუკეთებია, სახელმძღვანელო არ შეუქმნია და სტუდენტებისთვის ლექცია არ წაუკითხავს, ხოლო სკოლაში გაკვეთილი არ ჩაუტარებია, არ უნდა მოსთხოვო განათლებისა და მეცნიერების სფეროს რეფორმირების პროექტის მომზადება...

მიუხედავად ამისა, აშკარად გამოკვეთილი პოზიტივია, რომ როგორც იქნა ქვეყანას ჰყავს ისეთი პრემიერ-მინისტრი, რომლის ლექსიკაშიც გაჩნდა სიტყვა „მეცნიერება“. ბატონი მამუკა დამოუკიდებლობა აღდგენილ საქართველოს მთავრობებში იმ იშვიათობას წარმოადგენს, რომელმაც ხმამაღლა აღიარა, რომ საქართველოს განვითარების უმთავრესი გზა განათლებასა და მეცნიერებაზე გადის. მისასალმებელია ისიც, რომ განათლების და მეცნიერების სფეროში გვყავს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილის სახით, რომელმაც მეცნიერების პრიორიტეტულობაზე დაიწყო ლაპარაკი. გავიხსენოთ, რომ მის წინამორბედებს სიტყვაც არ წამოცდებოდათ მეცნიერების შესახებ...

ბატონი მამუკა ბახტაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ განათლების და მეცნიერების დაფინანსების იმ დონეზე, როცა ეს დაფინანსება იქნება მთლიანი შიგა პროდუქტის 10-11 პროცენტი. ახლა მთავარია, რომ მთავრობა ჩამოყალიბდეს იმაში, თუ ეს დაფინანსება როგორ იქნება ეფექტიანად დახარჯული განათლებისა და მეცნიერების განვითარებაზე.

ამ დღეებში ვსტუმრობდი გურიის ორი სოფლის საჯარო სკოლებს და ორივეგან მათემატიკის და ფიზიკის მასწავლებლებმა შემომჩივლეს, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა მას შემდეგ, რაც გაიგეს გამოცდების გაუქმების შესახებ, ამ საგნების ჯეროვან დონეზე სწავლა შეწყვიტეს

მაგალითად, ჩემთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა აშენდეს დიდ დიღომში განათლების და მეცნიერების ქალაქი. განა თბილისი, რომელშიც თამოყრილია არაერთი სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტი, მრავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თავად არ არის განათლების და მეცნიერების ქალაქი?

რატომ უნდა დაიხარჯოს კოლოსალური თანხები ისედაც განათლების და მეცნიერების ქალაქ თბილისის შიგნით პაწაწინა „განათლების და მეცნიერების ქალაქის“ მშენებლობაზე?

სახელმწიფო უნივერსიტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს ესაჭიროება სახელწმიფოს მხრიდან დაფინანსება, რომ ჰქონდეთ გარემონტებული ლაბორატორიები და სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა თანამედროვე სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად.

თუ პრემიერ-მინისტრის მიერ დაპირებული დაფინანსება წარიმართება ამ უნივერსიტეტების და ინსტიტუტების გასაძლიერებლად, მაშინ შედეგი ნამდვილად გვექნება, განსხვავებით იმისგან, რაც მოსალოდნელია ოდესღაც მივიღოთ თბილისში, დიდ დიღომში ასაშენებელი ე.წ. „განათლების და მეცნიერების ქალაქიდან“.

- სხვისი არ ვიცი და ვერანაირად ვერ აღვიქვი სკოლებში გამოცდების გაუქმება. ვერც ის, რომ ნაწილობრივ უქმდება გამოცდები უნარებში. დარწმუნებული ვარ, ბევრი უმაღლესი სასაწვლებელი, რომელსაც უნდა უნარიანი სტუდენტები ჰყავდეს, მათ სასაწავლებელში მოხვედრის მსურველებს უნარებში გამოცდას აუცილებლად ჩააბარებინებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ სკოლებში გამოცდების გაუქმებას, ხოლო მეორე მხრივ უნარებში გამოცდების ნაწილობრივ გაუქმებას?

- განათლების და მეცნიერების მინისტრმა სამართლიანად აღნიშნა, რომ განათლების სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს ცოდნის მიღებაზე და არა გამოცდების ჩაბარებაზე.

აშკარაა, რომ სამინისტროს ჯერ უნდა შეეცვალა სასკოლო განათლების სისტემის ორიენტირებულობა და მხოლოდ შემდეგ, ისიც ამ ცვლილების წარმატების შემთხვევაში, უნდა გაეუქმებინა ხსენებული გამოცდები

ძნელია ამ პოზიციას არ დაეთანხმო, მაგრამ ის ვინც დღეს მე-11 და მე-12 კლასებშია, მათ განათლება, ხომ ამ ახალი პრინციპის საფუძველზე არ მიუღია? ისინი ხომ გამოცდებზე იყვნენ ორიენტირებულები? გამოვიდა, რომ განათლების სისტემის ორიენტირებულობა ჯერ არ შეგვიცვლია ისე გავაუქმეთ სკოლის გამოსაშვები ერთიანი გამოცდები.

ამ დღეებში ვსტუმრობდი გურიის ორი სოფლის საჯარო სკოლებს, და ორივეგან მათემატიკის და ფიზიკის მსაწავლებლებმა შემომჩივლეს, რომ მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა მას შემდეგ, რაც გაიგეს გამოცდების გაუქმების შესახებ შეწყვიტეს ამ საგნების ჯეროვან დონეზე სწავლა.

აშკარაა, რომ სამინისტროს ჯერ უნდა შეეცვალა სასკოლო განათლების სისტემის ორიენტირებულობა და მხოლოდ შემდეგ, ისიც ამ ცვლილების წარმატების შემთხვევაში უნდა გაეუქმებინა ხსენებული გამოცდები.

უნარებში გამოცდას რაც შეეხება, მე მათ უნივერსიტეტების ასარჩევად კი არ გადავიტანდი, არამედ მე-12 კლასებში სავალდებულო ყოველდღიურ გაკვეთილებს შემოვიღებდი, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ საშუალება ევარჯიშათ უნარების გამოცდებისათვის

მე იმ თაობას მივეკუთვნები, რომლიც ყოველწლიურად აბარებდა გამოცდებს მე-4 კლასიდან დაწყებული ასპირანტურის ჩათვლით. გამოცდისთვის მომზადება ხელს უწყობს წლის განმავლობაში ნასწავლი მასალის სისტემატიზაციას, რაც მხოლოდ და მხოლოდ დადებითია.

რა თქმა უნდა, გამოცდა სტრესთან არის დაკავშირებული, მაგრამ განა ცხოვრება სტრესებისგან თავისუფალია? თუ ბავშვი სწორედ იქნება აღზრდილი, გამოცდის ინსტიტუტი გაუადვილებს მას მომავალში სტრესთან განმკლავებას.

ნებისმიერ შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ სკოლებში გამოცდების გაუქმება აშკარად ნაჩქარევი იყო, რადგანაც სამინისტრო მხოლოდ ახლა აპირებს სასკოლო განათლების ახალ სისტემაზე გადასვლის დაწყებას, რომელიც ჯერ არც კი ვიცით როგორი უნდა იყოს

უკეთესი იქნებოდა მომხდარიყო სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების გაერთიანება

უნარებში გამოცდას რაც შეეხება, მე მათ უნივერსიტეტების ასარჩევად კი არ გადავიტანდი, არამედ მე-12 კლასებში სავალდებულო ყოველდღიურ გაკვეთილებს შემოვიღებდი, რათა მოსწავლეებს ჰქონოდათ საშუალება ევარჯიშათ უნარების გამოცდებისათვის. მაშინ სოფლის ბავშვები ნამდვილად არ იქნებოდნენ დაჩაგრულები ქალაქელ, განსაკუთრებით კი თბილისელ ბავშვებთან შედარებით, იმის გამო, რომ რეპეტიტორებამდე ხელი არ მიუწვდებათ...

- დღეს ბევრი აკრიტიკებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. გასაგებია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები სრულყოფილებისაგან შესაძლოა შორსაც კი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სწორედ მისი საშუალებით ბევრს რამეს დაესვა წერტილი ჩვენს ქვეყანაში.

მხედველობაში მაქვს კორუფცია სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ გამოცდებზე. ფაქტობრივად, მივიღეთ თაობა, რომელმაც არაფერი იცის იმაზე, თუ რა ხდებოდა ამ სფეროში კორუფციის თვალსაზრისით.

ნამდვილად არ მეგონა, მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით რომ უნდა ხდებოდეს, ამას ვინმე ეჭვის ქვეშ დააყენებდა. თქვენ ამ თემაზე მსჯელობა როგორ აღიქვით?

- რადგანაც სკოლის ნიშანს არსებითად ეკარგება მნიშვნელობა, ამიტომ არა მგონია, რომ კორუფცია დაბრუნდეს სკოლებში. თუმცა, ეს თემა ძალზედ ფაქიზია და მას სერიოზული ანალიზი ესაჭიროება.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ცოდნის დონის შეფასება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გადავა, ეს ამ დაწესებულებებში ისევ გამოიწვევს კორუფციის აყვავებას?

- ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა მომხდარიყო სკოლის დამამთავრებელი და უმაღლესში მისაღები ერთიანი ეროვნული გამოცდების გაერთიანება.

ბევრ საკითხთა შორის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია თუ რა დაფინანსება ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. დაფინანსების ვაუჩერული სისტემა ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების მდგრად განვითარებას

მაშინ, ახალგაზრდა უმაღლესში მოეწყობოდა იმ ნიშნებით, რითაც დაამთავრებდა სკოლას. ამით სკოლის ავტორიტეტსაც ავამაღლებდით და დავაახლოებდით უნივერსიტეტებთან.

- საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ქალბატონ კერზაიას გარდაცვლების ფაქტთან დაკავშირებით მინისტრის განმარტებებზე ოპოზიციის რეაქცია საკმაოდ მწვავე იყო. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ საკითხზე ოპოზიციისა და ხელისუფლების კამათმა?

- ჩემი ღრმა რწმენით, დღევანდელი მთავრობისთვის პრესტიჟის საქმეა გამოიძიოს თუ სინამდვილეში რატომ, რა მიზეზით გარდაიცვალა ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორი და დასასჯელი კანონის შესაბამისად დასაჯოს!

- პარლამენტში გამოსვლისას მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს არაერთი კითხვა დაუსვეს. შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ პასუხებს დამაჯერებლობის განცდა აშკარად არ დაუტოვებია.

ოპონენტებმა მინისტრს ბევრი რამ ურჩიეს, ბევრი რამაც გააპროტესტეს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ იგი რომელიმე მათგანს გაითვალისწინებს.

როგორც ამ სფეროში კარგად ჩახედული ადამიანი, დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენ რას ურჩევდით ხელისუფლებას და განათლების სისტემაში ცვლილებების ავტორებს?

- ბევრ საკითხთა შორის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესია თუ რა დაფინანსება ექნებათ სახელმწიფო უნივერსიტეტებს და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. დაფინანსების ვაუჩერული სისტემა ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების მდგრად განვითარებას.

ჯერ ერთი, ვაუჩერის გზით უნივერსიტეტის მიერ ერთ სტუდენტზე მიღებული 2250 ლარი უკვე კარგა ხანია ლარის გაუფასურების გამო საკმარისი არ არის.

მაგალითად, ფიზიკოსის, ქიმიკოსის, ბიოლოგის, თუ ექიმის მოსამზადებლად, ხოლო თუ ვაუჩერის ღირებულებას ადეკვატურ დონემდე გავზრდით, მაშინ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მშობლებს, რომელთა ბავშვებმაც სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ მოიპოვა 100 პროცენტიანი დაფინანსება, ძალიან გაუჭირდებათ შვილების უნივერსიტეტებში სწავლის ხარჯების დაფარვა.

ნუ დაგვავიწყდება, რომ დღესაც ძალიან უჭირთ 2250 ლარის გადახდა, რის გამოც არაერთმა სტუდენტმა სტუდენტის სტატუსი შეიჩერა. მეორეც, - ვაუჩერული დაფინასების პირობებში უნივერსიტეტი არ არის დაინტერესებული ვაუჩერის მქონე, მაგრამ ზარმაცი სტუდენტი გარიცხოს, რადგანაც მაშინ დაფინანსება შეუმცირდება...

მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი და განათლების და მეცნიერების მინისტრი ალაპარაკდნენ განათლების და მეცნიერების პრიორიტეტულობაზე. ახლა მთავარია გარშემო შემოიკრიბონ შესაბამისი სპეციალისტები, რომ შეცდომები თავიდან იქნას აცილებული

ე.წ. უფასო ფაკულტეტები იყო შუალედური ნაბიჯი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა უნივერსიტეტების ბაზური დაფინანსების გზაზე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო გამხდარიყო ყველა და არა ზოგიერთი ფაკულტეტი, სადაც სწავლება მიდის სახელმწიფო ენაზე. როგორც, ეს მაგალითად, არის ჩეხეთში, სადაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფასიანია მხოლოდ უცხო ენაზე განათლების მიღება). დღეს სამინისტრო საუბრობს ამ უფასო ფაკულტეტების სისტემის გაუქმებაზე და მხოლოდ ვაუჩერული სისტემის დატოვებაზე.

მინდა საქართველოს მთავრობას შევახსენო, 2018 წლის 14 ივლისს მან გამოაქვეყნა სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (http://gov.ge/files/68_67099_111823_2018-2020.pdf), რის საფუძველზეც მან მიიღო საქართველოს პარლამენტის ნდობა.

ამ პროგრამაში 42-ე გვერდზე ვკითხულობთ, რომ „დაინერგება უნივერსიტეტების საბაზო დაფინანსების მოდელი, რომლის ფარგლებშიც ხელი შეეწყობა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირს“. ვაუჩერული დაფინანსება კი აშკარად არ არის საბაზო დაფინანსების მოდელი.

დაბოლოს, მიუხედავად შეცდომებისა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრი და განათლების და მეცნიერების მინისტრი ალაპარაკდნენ განათლების და მეცნიერების პრიორიტეტულობაზე. ახლა მთავარია გარშემო შემოიკრიბონ შესაბამისი სპეციალისტები, რომ შეცდომები თავიდან იქნეს აცილებული.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა