საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს.როგორც საკონსტიტუციოს სასამართლოში აცხადებენ, დღის განმავლობაში შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია 2018 წელს საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების ანგარიშის პრეზენტაცია. ასევე სასამართლოს ინსტიტუციური განვითარების საკითხების განხილვა მოხდება. სამუშაო შეხვედრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ გახსნა. შეხვედრა ბორჯომში მიმდინარეობს.

პრეზენტაციის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება კონსტიტუციური სამართალწარმოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და ეფექტური წარმომადგენლობის საკითხების განხილვა. ასევე შედგება შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის, რომლის მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის გაშუქებასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების განხილვა იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო შეხვედრა 10 თებერვალს დასრულდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს