აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია  მდინარე  აბაშის   ნაპირსამაგრი სამუშაოების   მიმდინარეობას გაეცნო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნაპირსამაგრი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება. სამუშაოები საქართველოს მთავრობის განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 520 434 ლარს შეადგენს.

„გასული წლის აგვისტოში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დიდი ზიანი მიაყენა ახლოს მდებარე სოფლებს. დაიტბორა შიდა საავტომობილო გზები, საკარმიდამო ნაკვეთები, განადგურდა მოსავალი. მთავრობის მხარდაჭერით, დღეს ამ ტერიტორიებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა კვლავ დატბორვის რისკი მაქსიმალურად იქნას შემცირებული“, -განაცხადა ლევან მაკალათიამ.

დატბორვის საწინააღმდეგო დამბის, გადასასვლელებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის სამუშაოები ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს, სადაც გასული წლის აგვისტოში, ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აღნიშნულ სოფლებს.

სამუშაოები, საქართველოს მთავრობის განკარგულებით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ფინანსდება და მისი ღირებულება 520 434 ლარს შეადგენს.

ნაპირსამაგრი სამუშაოები გასული წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში დასრულდება“, - ნათქვამია აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა