აბაშის  მერმა ფოთში  მაშველები მოინახულა, რომლებიც რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო  სამუშაოებს  აწარმოებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ ფოთში მაშველები მოინახულა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია, მერის მოადგილე ირაკლი პერტენავა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ, მეუფე გრიგოლთან და ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ, სადაც მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

ადგილზე შექმნილია სპეციალური შტაბი, პროცესში ჩართულია 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავების დამატებითი ძალები.

“თითოეული აბაშელის სახელით ვუთანაგრძნობ ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას, ეს არამხოლოდ ოჯახის, ფოთელებისთვისაც უმძიმესი ტკივილია. მაშველები მოვინახულეთ, მეუფე გრიგოლმა დალოცა ისინი და ოჯახის ამ მძიმე განსაცდელზე ისაუბრა.

ეჭვი არ გვეპარება მაშველების პროფესიონალიზმში, ამაში მათ აბაშის მუნიციპალიტეტშიც არაერთხელ დაგვარწმუნეს. ამჯერადაც ისინი 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, მჯერა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა 16 წლის ბიჭი იპოვონ“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო