პრეზიდენტი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წყალტუბოში ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვია და ბენეფიციარები მოინახულა.

ცენტრის დირექტორის ნინო ნემსიწვერიძის განცხადებით, ცენტრი 2015 წლიდან ფუნქციონირებს და მასში 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარები ექვს საათს ატარებენ, ამ დროის განმავლობაში ისინი უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით, ტრანსპორტირებით, ფსიქოლოგისა და მეტყველების სპეციალისტის მომსახურებით.

ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი ასევე, შშმ ბავშვების განათლებისათვის საჭირო ინდივიდუალურ პროგრამებს შეიმუშავებს და შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავს.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას იმისათვის, რომ ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებზე, რადგან ცენტრი დაარსებიდან მუნიციპალურ ბალანსზე იმყოფება.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა