პრეზიდენტმა ქუთაისში ბოტანიკური ბაღი და ,,რიონჰესის" ერთ-ერთი ნაგებობა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იმერეთის რეგიონში ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს ეწვია და ,,რიონჰესის" კომპლექსის ნაწილი, ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობა დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკური ბაღის ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უნიკალური ჯიშის რამდენიმესაუკუნოვანი ნარგავები დაათვალიერა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღინიშნა, რომ ქუთაისის ბოტანიკური ბაღი საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსდა და თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის შემდეგ, მეორეა ქვეყნის ადრეულ ბოტანიკურ ბაღებს შორის. ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700-მდე სახეობის მცენარით, ხითა და ბუჩქით, მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.

სალომე ზურაბიშვილმა ის შენობა დაათვალიერა, სადაც ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი დაიბადა, რადგან წლების განმავლობაში, სწორედ ამ ბაღს ხელმძღვანელობდა მისი მამა, იაკობ მარი.

ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოტანიკურ ბაღში კვიპაროზის ნერგი დარგო.

ქუთაისში პრეზიდენტმა ,,რიონჰესის" ისტორიული ნაგებობის ნაწილიც დათვალიერა, ჰესის, რომელიც საქართველოს ერთიანი ენერგოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.

პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ჰესის მუშაობასთან და იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი ქუთაისს ეწვია

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს