ბათუმში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ორ სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ერთი ბინა დაიწვა, ხოლო რამდენიმე ბინის სახურავი და კომერციული ფართი დაზიანდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მეზობლები აცხადებენ, რომ ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, იგი მეპატრონეს გაქირავებული ჰქონდა. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი სავარაუდოდ, სამზარეულოდან გაჩნდა.

ადგილზე ბათუმის მერიის წარმომადგენლებიც მივიდნენ. როგორც ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, დაზარალებული ოჯახების შესწავლა მოხდება და საჭიროების შემთხვევაში მათ დახმარება გაეწევათ.

ხანძრის გამო, ჭავჭავაძის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო, თუმცა ამ დროისთვის აღდგა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს