ფოთს თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ექნება

ფოთში სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მშენებლობის პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია პირველ მოადგილესთან, კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო.

უწყების ინფორმაციით, ობიექტზე დასრულებულია ფუნდამენტის სამუშაოები და კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება.

მათივე ცნობით, მშენებლობას კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. საცურაო აუზი 350 ადამიანზე გათვლილი .

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, პროექტი ფოთის მაჟორიტარის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა