კრწანისის რაიონში გრუნტის დამჭერი ექვსი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ინფრასტრუქტურული პროექტები ოფრეთის შესახვევში, ფონიჭალა 4-ის N11 კორპუსის, წინანაურის ქუჩა N39-ის, რუსთავის გზატკეცილი N44-ის, გორგასალის ქუჩა N99ა-ს, გორგასალის ქუჩა N97 და N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება. აღნიშნული ექვსი კედლის მოსაწყობად, გამგეობის ბიუჯეტიდან 495 000 ლარი გამოიყო.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ოფრეთის ქუჩაზე 45 გრძივი მეტრის კედელი აშენდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება საგზაო სამუშაოები და ასფალტის საფარი 400 კვადრატულ მეტრზე დაიგება.

„ოფრეთსა და მიმდებარე ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზა გადის, გრუნტის ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ კი, საყრდენი კედელი სავალ გზასა და ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს.

გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობასთან ერთად, ფონიჭალა 4-ში საერთო სარგებლობის კიბეებზე უსაფრთხოების მოაჯირების მონტაჟი და სარინელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამგეობამ გასულ წელს რაიონში გრუნტის დამჭერი 12 კედლის მშენებლობის პროექტი განახორციელა. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, დამატებით, გრუნტის დამჭერი შვიდი ახალი კედელი აშენდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს