ლევან დავითაშვილი - სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში  მყოფ ფერმერებს გაუზიაროს

„სამწუხაროდ ჩვენ გვაქს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა. მისი განმარტებით, სამინისტრო მზადაა, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით დაგროვილი გამოცდილება გალის მუნიციპალიტეტში მყოფ ფერმერებს გაუზიაროს.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ვცდილობთ ვითანამშრომლოთ. მათ შორის უცხოური ორგანიზაციების მეშვეობით გავუწიოთ დახმარება ფერმერებს გალის მუნიციპალიტეტში. ასევე კონსულტაციების კუთხით ჩვენ ღია ვართ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ფერმერებს, რადგან საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩამოყალიბდა“, - განაცხდა მინისტრმა.

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო