ჭიათურაში  საზოგადოებრივი მოძრაობა  "მომავლის ჭიათურა“ დაფუძნდა

ჭიათურაში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მოძრაობა "მომავლის ჭიათურა“ დააარსეს. პრეზენტაცია ქალაქის ცენტრში გაიმართა.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ ჩაჩანიძემ განაცხადა, ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი ჭათურაში არსებული ვითარების გაჯანსაღებაა.

"ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, გავაჯანსაღოთ ჭიათურაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია. მაისში დაგეგმილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის შუალედური არჩევნები და ჩვენი ორგანიზაცია, არჩევენების წინ, მოუწოდებს პოლიტიკურ ძალებს და მმართველ პარტიას, არ დააყენონ პარტიული კანდიდატი. ჩვენ მათ ვთავაზობთ, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელ კანდიდატს, რომელიც საზოგადოებასთან ფართო კონსულტაციის შედეგად შეირჩევა“, - აღნიშნა ნოდარ ჩაჩანიძემ.

ახალგაზრდები აპირებენ იმ პრობლემების გახმაურებას და ფართო საზოგადოებისთვის ინფორმირებას, რასაც ადგილი აქვს ჭიათურის რაიონში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს