ესტონეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი ესტონეთის რესპუბლიკაში გრძელდება. თორნიკე რიჟვაძე ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის საჯარო ადმინისტრირების მინისტრს იანეკ მაგის და E-Governance აკადემიის წარმომადგენელს ლიია ჰანნის შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ესტონეთის მოწინავე გამოცდილების გაზიარება ელექტრონული მმართველობის სფეროში წარმოადგენდა.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ესტონური გამოცდილების გაზიარება ელექტრონული სერვისებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით“.

„საჭიროა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ უშუალო კომუნიკაციის და პროცესებში მაქსიმალური ჩართულობის საშუალება. სისტემა მთავრობის მუშაობას უფრო ეფექტურს გახდის და მოქალაქეებს ექნებათ წვდომა მუდმივად ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესებს“,- აღნიშნა რიჟვაძემ.

პრესსამსახურის ცნობით, აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე. გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი ქობულეთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ტარტუსა და ქალაქ ნარვას შორის. ესტონეთის რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო რესურს ცენტრის“ (ENUT) აქტიური ჩართულობით არაერთი მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა აჭარის რეგიონში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მეწარმე ქალთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო