ინგა შამილიშვილმა დუბაიში გამართულ მმართველობის მსოფლიო სამიტში მიიღო მონაწილეობა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 9-12 თებერვალს მონაწილეობა მიიღო მმართველობის მსოფლიო სამიტში, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სამიტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საპასუხო აქტივობების დაგეგმვა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სესია, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორის აქიმ შტაინერისა და გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მონაწილეობით.

SDG4 გულისხმობს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასთან დაკავშირებითაც სამიტის ფარგლებში საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მას უძღვებოდა იუნესკოს ყოფილი თავმჯდომარე ირინა ბოკოვა, რომელმაც, თავის მხრივ, საბჭოს წევრად მიიწვია ინგა შამილიშვილი.

„SDG4 საბჭოზე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი მიმართულებები და პრიორიტეტად განისაზღვრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. საბჭო მომდევნო ერთი წლის მანძილზე იმუშავებს მასწავლებელთა ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნასა და სწავლების თანამედროვე მიდგომების იდენტიფიცირებაზე. ამასთანავე, შემუშავდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული ზრდისა და გადამზადების ერთიანი სასწავლო გრანტების გაცემის სისტემა“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ინგა შამილიშვილმა გამართა შეხვედრა გაერთიანებული საემიროების კულტურისა და ცოდნის განვითარების მინისტრ ნოურა ალ ქააბისთან. შეხვედრაზე დაიგეგმა შემდგომი თანამშრომლობა ფოლკლორის შესწავლის, მომავალ თაობებში ავთენტური ფოლკლორის პოპულარიზაციისა და სწავლების მიმართულებით.

მინისტრი გაეცნო აჭარაში ფოლკლორული ნიმუშების აღწერისა და დიგიტალიზაციის მეთოდს. გადაწყდა აჭარაში შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ვიზიტი, რათა ადგილზე იქნას გაზიარებული არსებული პრაქტიკა. ამასთანავე, მიღწეულია შეთანხმება ფოლკლორული ჯგუფების ურთიერთგაცვლისა და კონცერტების გამართვის თაობაზე.

სამიტის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა „მომავლის უნარები“, რომელსაც ხელმძღვანელობდა გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლებისა და უნარების განვითარების მინისტრი აჰმად ალ ფალასი. ირლანდიის, იორდანიის, კუბისა და სხვა ქვეყნების განათლების მინისტრებთან ერთად მასში მონაწილეობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. სესიაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების რექტორები, კვლევითი ცენტრების, საგანმანათლებლო ფონდებისა და მსხვილი კორპორაციების წარმომადგენლები.

საუბარი შეეხო ახალგაზრდებში ისეთი უნარების ჩამოყალიბების სტრატეგიებს, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ კარიერულ წინსვლასა და ცოდნის მუდმივ განახლებაში. სიტყვით გამოსვლისას შამილიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე და იმ ტრანსფერულ უნარების განვითარებაზე, რასაც თანამედროვე მსოფლიო მოითხოვს.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას საჭირო უნარების იდენტიფიცირებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე. ამ პროცესში მონაწილეობას მიიღებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა