ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 129 260 ლარით დააფინანსა. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ლითონის ჭიშკრისა და ღობეების მონტაჟი, ფილებისა და ასფალტობეტონის საფარის დაგება, ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები და მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.

ტაძრისის საბავშვო ბაღი 1 წლის წინ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გარემონტდა და საზეიმოდ გაიხსნა.

რეაბილიტირებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და ის სამი სოფლის-საკირის, ტაძრისისა და დგვარის 80 აღსაზრდელს ემსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა