ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი-თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ხაშურში ერთმანეთს ბორჯომი -თბილისის სამგზავრო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაშავდა, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.

„გამოძიება 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული მუხლი 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“, - განაცხადეს შსს-ში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა