ქუთაისში მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ ხელისუფლებას მიმართავს

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“, სადაც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, ცენტრალურ ხელისუფლებას იმ პოლიტიკისკენ გადახედვისკენ მოუწოდებს, რომელსაც რეგიონების მიმართ იჩენენ ბოლო პერიოდში.

საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, ქუთაისში პარლამენტის შენობის ბედი არავის აღელვებს და ამ დრომდე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ შენობაში სასურველია საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების ადგილი იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, შენობაში საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო