გიგი უგულავა - ვვარაუდობ, რომ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ

ვვარაუდობ, რომ დავით კირკიტაძეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

როგორც უგულავა განმარტავს, საქმე შერჩევით სამართალს ეხება და ამას კანონის უზენაესობასთან კავშირი არ აქვს.

„ამ დაკავებას კანონის უზენაესობასთან არაფერი აქვს საერთო, წარმოადგენს შერჩევითი სამართლის ნიმუშს. ქმედება და სამართლებრივი კვალიფიკაცია არაფრით არაა დაკავშირებული, ეს მუხლი ყაჩაღებს წარედგინებათ პოლიციის წინააღმდეგობის დროს.

ბევრი არგუმენტია, რომ გაათავისუფლონ, მაგრამ ეს მოხდება იმის გამო, რომ "ოცნების" აქტივისტი, ვინც მთავრობის დავალებით სცემდა ოპოზიციას ველისციხეში, უნდა გამოუშვან, რადგან ოჯახი ხმაურობს. ეს მარაზმი უნდა დასრულდეს", - განაცხადა უგულავამ.

ამ წუთებში გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზევე მოხდება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა