ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს.

პარლამენტის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ აგრარულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მათ განიხილეს ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებული ვითარება.

„აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა სოფლის მეურნეობის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა. ოთარ დანელიამ ელჩს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ჰუბერტ ქნირშს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა