ექიმის ინფორმაციით, მატარებელთან შეჯახებისას დაშავებული ავტომანქანის მძღოლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბორჯომი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე, სოფელ ტეზერთან მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული 29 წლის მამაკაცი იმ მსუბუქი ავტომობილის მძღოლია, რომელსაც სარკინიგზო გადასასვლელზე ბორჯომი-თბილისის მატარებელი დაეჯახა.

ექიმების განცხადებით, პანციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„შემოსულია პაციენტი მრავლობითი დაზიანებებით. მას აღენიშნება ესკორაციები, ჭრილობა სახეზე, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი დახმარება, თავის ტვინის ტომოგრაფია, კისრის მალების ტომოგრაფია, კვლევები მკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ამ დროისთვის შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად გამკველევები გრძელდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურიად მძიმეა“, - განაცხადა ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა