ფოთში მეთევზეებმა პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს

ფოთში მეთევზეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბნენ და პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, თევზჭერა თავის რჩენის ერთადერთი წყაროა და სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, ამ პირობებში კი საქმიანობას ვერ ახორციელებენ. მათივე თქმით, ბადეების დაკარგვის შემთხვევებმაც იმატა.

ისინი შესაბამის უწყებებს საკითხით დაინტერესებას სთხოვენ.

„ჩვენი გულისტკივილი ის არის, რომ აგვიკრძალეს პალიასტომის ტბის ნაპირთან ახლოს თევზჭერა, 500 მეტრით მოშორდითო, გვითხრეს. ასევე გვაწუხებს მეორე პრობლემა, ბადეები იკარგება, ძალიან ხშირად არის ქურდობა. უმრავლესობა თევზაობით ვარჩენთ ოჯახს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს“- განუცხადა ჟურნალისტებს მეთევზე დევიზ ესართიამ.

შეკრებილებს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.

„ფოთში ნადირობით და თევზაობით ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული. აღნიშნული სფეროს განვითარება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეთევზეებს ჩვენთან ერთად კოლხეთის ეროვნული პარკის ახალი ხელმძღვანელობა შეხვდა, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვეს. დარწმუნებული ვარ ერთად შევძლებთ პრობლემების ჩამოყალიბებას და მათ ეტაპობრივად გადაწყვეტას“, - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღლიამ.

მეთევზეები პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების გამართვით იმუქრებიან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო