თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებაში ბრალდებული გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად მივიდა

დეპუტატ თამარ ხულორდავას მანქანის დაზიანებაში ბრალდებული ზაზა ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად მივიდა.

ზაზა ბერიკაშვილმა ტრანსფარანტებით ხელში სოლიდარობა გამოუცხადა დავით კირკიტაძეს და აღნიშნა,რომ ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის და კირკიტაძის მსგავსად, იცის უსამართლობის მსხვერპლია.

„მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ. სოლიდარობას ვუცხადებ ყველა უკანონო პატიმარს და მათ შორის დავით კირკიტაძეს. ორი თვე ვიყავი ციხეში ტარაკნებთან ერთად, არაჰიგიენურ პირობებში. დროა ეს უსამართლობა დასრულდეს. დროა ქვეყანა სწორ გზაზე წავიდეს“,- აღნიშნა ბერიკაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ ზაზა ბერიკაშვილი რამდენიმე დღის წინ თელავის რაიონულმა სასამართლომ 5000- ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო