თერჯოლის ორი სოფლის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა

„არა ნაგავსაყრელს“ - ამ მოწოდებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა და შენობის შესასვლელის პარალიზება მოახდინა.

ჭოგნარის და გოდოგნის მცხოვრებლები მათ მიმდებარედ ნაგავსყრელის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.

ადგილობრივების თქმით, ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„დაუსახლებელი ტერიტორიების მეტი რა არის, სოფელში რომ არ ააშენონ. მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან ერთეული ოჯახია დარჩენილი სოფლებში და ისინიც წავლენ. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელი, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება. არ დავუშვებთ, არ მივცემთ უფლებას დასავლეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ. ააშენონ ქარხანა და გადაამუშავონ", - აცხადებენ ადგილობრივები.

აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პარტია „თავისუფალმა საქართველომ" გამოუცხადა. გოგი წულაიას განცხადებით, ამჯერად ნახევარი საათით გადაკეტეს მერიის შესასვლელი, თუმცა უყურადღებობის შემთხვევაში ცენტრალური გზა გადაიკეტება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს