საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზები და პრობლემები მხოლოდ მუნიციპალიტეტებში არ არის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების ხარისხთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს და ეს არამხოლოდ მუნიციპალიტეტებში ხდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მუნიციპალიტეტებში ტენდერების უკონკურსოდ ჩატარებასა და სამუშაოების უხარისხოდ განხორციელებას ეხება. ამის მაგალითად, აუდიტის სამსახურს ბეშუმში 2016 წელს ჩატარებული სამუშაოები აქვს მოყვანილი. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ის კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებენ ან ხელშეკრულებას გადაუხვევენ, ჯარიმდებიან, ზოგ შემთხვევაში კი მათთან ხელშეკრულება წყდება.

“2018 წლის ზაფხულის პერიოდიდან რადიკალური ცვლილებები სწორედ სატენდერო პირობებთან დაკავშირებით განხორციელდა. რეგიონული განვითარების თვალსაზრისით ჩვენი სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული და ფაქტობრივად, ეს თემა მიგვყავდა. განისაზღვრა მთელი რიგი სტანდარტები, მათ შორის, პროცედურული და ასევე, მოთხოვნებთან მიმართებაში. ასევე, დაიხვეწა შესაბამისი პროცედურები საზედამხედველო მომსახურებასთან დაკავშირებით და შედეგად მივიღეთ ის, რომ ფაქტობრივად, 2019 წლის პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს, თადარიგიანად იქნა შესყიდული, შესაბამისად, გაიარა გადამოწმება და ექსპერტიზა. ფაქტობრივად, 2019 წლის სეზონის დაწყებას, რომელიც სამუშაოების შესრულებას უკავშირდება, ბევრად უფრო მომზადებულები ვხვდებით და უფრო მეტიც, არამხოლოდ პროექტები, არამედ საპროექტო დოკუმენტაციაც ხელმისაწვდომია”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, რეგიონებში, სადაც კლიმატური პირობები ამის საშუალებას იძლევა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო, ხოლო რეგიონების ნაწილში თებერვალ-მარტიდან დაიწყება.

“ხარისხთან დაკავშირებით ხარვეზები და პრობლემები არამარტო მუნიციპალიტეტებშია. ყველაფერს თავისი საკანონმდებლო ჩარჩო - ხელშეკრულება გააჩნია და მის ფარგლებში, ბევრ კომპანიას და დიდი თანხებიც დაეკისრა სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებისა და სხვადასხვა სახელშეკრულებო პირობებისგან გადახრის გამო. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, რომ რეაგირება მოახდინოს. გარდა ამისა, არის კიდევ უფრო კატეგორიული გზები - ხელშეკრულების გაწყვეტა, რომლის მაგალითებიც არსებობს. ასევე, სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო კომპანიების ე.წ შავ სიაში შეყვანის მაგალითებიც არის, როდესაც ისინი მომდევნო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას კარგავენ”,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს