ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი ეცვლება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას სამრეწველო ზონის სტატუსი ეცვლება და იქ თვრამეტი ცხრა სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

აღნიშნული საკითხის განხილვას ლევან ხაბეიშვილსა და ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარეს შორის კამათი მოჰყვა. ხაბეიშვილმა აღნიშნული ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლა გააპროტესტა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ხაბეიშვილმა განაცხადა, მოსკოვის გამზირზე ე.წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას ამჟამად საზოგადოებრივად საქმიანი ზონის სტატუსი აქვს და იგეგმება საცხოვრებელი ზონა ექვსით შეცვლა. მისივე თქმით, აღნიშნულ ადგილზე, იმის ნაცვლად, რომ სამრეწველო დანიშნულების შენობები აშენებულიყო თვრამეტი, ცხრა სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

„ტერიტორიაზე, სადაც ქარხნები უნდა ყოფილიყო და დაგვპირდნენ, რომ ადამიანები დასაქმდებოდნენ, ახლა გვითხრეს, რომ თვრამეტი ცხრა სართულიანი კორპუსი ჩაიდგმება. ნარმანიას იქ თავის დროზე მიწერილი აქვს, რომ კორპუსის მშენებლობა არ შეიძლება და იქ მხოლოდ ქარხნები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლებოდა. აღნიშნული ინიციატივა მერიიდან არის შემოსული და უმრავლესობას ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული აქვს. თუმცა მას ჩვენ ვაპროტესტებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს დღეს თბილისის საკრებულო განიხილავს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს