ხაშურში მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ხაშურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. 29 წლის მამაკაცს ავტომანქანა დაუზიანდა, მძღოლი სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოვიდა, რა დროსაც გამვლელი მანქანა დაეჯახა.

დაშავებული „გორმედის“ ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ორი სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, იგეგმება მესამე ქირურგიული ჩარევაც.

„პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მამაკაცს აღენიშნება თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, ასევე ღვიძლის დაზიანება, ორივე ქვედა კიდურის მრავლობითი მოტეხილობა. როგორც უკვე გითხარით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა ,,გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა კობა გელაშვილმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს