ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გამართულ სოფლის კრებებს დაესწრო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების: ილიაწმინდის, ქვემო და ზემო მაღაროს, ბოდბისა და ქვემო ბოდბის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ დასახლებებში გამართულ სოფლის კრებებს ასევე დაესწრნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი სოლომონ პავლიაშვილი.

მათივე ინფორმაციით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნენ და მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

„სოფელ ქვემო მაღაროში ადგილობრივების გადაწყვეტილებით, გაკეთდება გარე განათება, „რკინიგზის“ უბანში შეკეთდება ჭაბურღილი და მოწესრიგდება საბავშვო ბაღის ეზო. ზემო მაღაროში მოიხრეშება სოფლის შიდა გზები და გაკეთდება გარე განათება.

ქვემო ბოდბეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოეწყობა ახალი სკვერი, შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია და მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები. სოფელ ბოდბეში შემოიღობება სპორტული მოედანი, მოიხრეშება გზები და დამონტაჟდება გარე განათება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელ ილიაწმინდაში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუნებრივი წყლის სათავე ნაგებობას და მოეწყობა გარე განათება. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2019 წლიდან აღდგა. პროგრამის მოცულობა 40 მლნ ლარია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა