ხელვაჩაურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამი ადამიანი დაშავდა

ხელვაჩაურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები წუხელ კლინიკებში გადაიყვანა.

დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების ინფორმაციით, სამ მამაკაცს სხეულის სხვადასხვა დაზიანება აღენიშნება.

როგორც შპს "ბათუმი წყლის" გავრცელებულ განცხადებაში წერია, ისინი ძველი წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოების დროს მიწის მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა