შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ოქსფორდის უნივერსიტეტს შორის შეთანხმება გაფორმდა

ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია 11-13 თებერვალს საქმიანი ვიზიტით ქალაქ ოქსფორდში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას ოქსფორდის უნივერსიტეტსა და სამეცნიერო ფონდს შორის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ პროგრამის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ერთი წლის მანძილზე თავიანთი სამეცნიერო კვლევა აწარმოონ ოქსფორდის უნივერსიტეტში, მათ შორის ბოდლეინის ბიბლიოთეკაში მარჯორი და ოლივერ უორდროპების არქივების (Bodleian Library, University of Oxford) ბაზაზე ანთროპოლოგიის, სოციოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიის, ხელოვნების, რელიგიის, კულტურის, ხელნაწერთა შესწავლის მიმართულებით.

ზვიად გაბისონია აგრეთვე შეხვდა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს: ბალიოს კოლეჯის პროფესორს, როჯერ ქაშმორს (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - ფიზიკა); წმ. ანტონის კოლეჯის პროფესორებს კრისტოფერ გერის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), დენ ჰეილის (ჰუმანიტარული მეცნიერებები), ალან როის (სოციალური მეცნიერებები) და ნილ მაკფარლეინს (სოციალური მეცნიერებები); გლობალური და ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევითი ცენტრის პროფესორებს: ედმუნდ ჰერციგს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), მარკ ბერნეტს (ჰუმანიტარული მეცნიერებები), პოლ ჩასტს (სოციალური მეცნიერებები); ასევე, ბოდლეინის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ჯილიან ევისონს.

გაბისონიამ მათ გააცნო საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების ძირითადი ასპექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს, სამეცნიერო მიმართულების პრიორიტეტიზაციის და სამეცნიერო კლასტერების განვითარების პერსპექტივებს.

ბრიტანელმა პროფესორებმა ფონდის გენერალურ დირექტორს გაუზიარეს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცდილება და მზადყოფნა გამოთქვეს რეფორმების განხორციელების პროცესში შესაბამისი რეკომენდაციების გაცემაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა ფონდის გენერალური დირექტორის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის ჰუბერტუს იანის შეხვედრა, სადაც განიხილეს უნივერიტეტის ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები.

ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა გამოთქვა სრული მზადყოფნა ხელი შეუწყოს ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან კებრიჯის, ბირმინგემის და სხვა საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ინტეგრაციას და მხარი დაუჭიროს საქართველოს მეცნიერების პოპულარიზაციას დიდ ბრიტანეთში.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს