ისრაელში 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის ბათუმი დასახელდა

ისრაელში წამყვანმა სამოგზაურო ვებ-გვერდმა „lametayel.co.il“ ბათუმი 2018 წლის 15 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2018 წელს, ბათუმის შესახებ ინფორმაციებს ვებ-გვერდის მილიონობით უნიკალურ მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი წვდომა ჰქონდა. სამოგზაურო გვერდის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და საქართველოს ელჩს ისრაელში თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გადასცეს.

„პოპულარული სამოგზაურო ონლაინ გვერდი Lametayel მოგზაურობის შესახებ 500 000 გვერდზე მეტ სამოგზაურო ინფორმაციას მოიცავს და მთავარი გვერდის გარდა ის 10 პატარა ონლაინ გვერდს ფლობს, რომლებიც ცალკეულ ტურისტულ მიმართულებებზეა ფოკუსირებული. Lametayel ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით Google-ში ყველაზე ხშირად ძებნადი ვებ-გვერდია. მას ყოველთვიურად საშუალოდ 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა აღნიშნა, ისრაელი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა რეგიონის და ქვეყნისთვის.

„ისრაელიდან მოგზაურებისა და ფრენების რაოდენობა აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. 2018 წელს, 4 ავიაკოპანია ასრულებდა ფრენებს თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით და 55,3%-ით მეტი მოგზაური სტუმრობდა რეგიონს ისრაელიდან. ის, რომ წამყვანი სამოგზაურო ვებ-გვერდი ბათუმს 2018 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად ასახელებს, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აჭარის მიმართ ინტერესი ისრაელში დიდია, რაც თავის მხრივ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის აქტიური მუშაობის შედეგია“, - განაცხადა ღლონტმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა