აჭარაში განათლებისა და ტექნოლოგიის სფეროში ესტონეთის მოდელს გაიზიარებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ესტონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ტალინის უნივერსიტეტის რექტორთან ტიიტ ლანდთან, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის TalTech-ის ვიცერექტორთან ჰენდრიკ ვოლთან და ინოვაციებისა და ბიზნეს ცენტრის „MEKTORY” წარმომადგენლებთან. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის მხრიდან ესწრებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ესტონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ,,ჩვენი ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მიიღებენ გამოცდილებას, რომელიც გამოადგებათ როგორც მათი კონკრეტული მიზნების მიღწევაში, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უახლოეს მომავალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიხსნება ტექნოპარკი, რაც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობას მისცემს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს, რაც გულისხმობს ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობებს და ტურიზმს სფეროებს მიექცევა. ბათუმისა და ტალინის უნივერსიტეტებს შორის იგეგმება არსებული მემორანდუმის განახლება და ახალი მემურანდუმის ფარგლებში ონლაინ ბიბლიოთეკის პროგრამის შემუშავება და განხორციელება.

მთავრობის მხრიდან არაერთხელ დაანონსდა, რომ განათლებული ახალგაზრდობა იქნება მთავარი პრიორიტეტი ინკლუზიური ეკონომიკის განვითარების პროცესში. ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი ახალგაზრდების ხელშეწყობას და მათთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა