ცოტნე ანანიძე - პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა გამორიცხულია

დაწესებულებაში გამორიცხულია პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, ძალადობა და სხვა მსგავსი ფაქტები, თუმცა პერმანენტული მონიტორინგის გაგრძელება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შენარჩუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბათუმის N 3 საპყრობილეში მყოფ პატიმრებთან მორიგი შეხვედრისას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომიტეტის თავმჯდომარე პენიტენციურ დაწესებულებაში, მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და პატიმართა პრობლემებს ეცნობოდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ყოფითი პრობლემები არ ფიქსირდება, თუმცა ყოველდღიურობაში ახალი გამოწვევები შეიძლება წარმოიქმნას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთანაც. მათვე ინფორმაციით, ეს დეპუტატის პატიმრებთან რიგით მე-11 შეხვედრა გახლდათ. ამჯერად მან 19 მსჯავრდებული მოინახულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა