ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება

წლის ბოლოსთვის ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემა, სავარაუდოდ, შეიცვლება. როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მუშავდება ნარჩენების სეპარირებული დახარისხების მოდელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაგავმზიდი ავტომობილების მოძრაობის სქემაც შეიცვლება.

მაია ბითაძის თქმით, ამ ეტაპზე არ იგეგმება იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა, რომლებზეც ნაგავმზიდი მანქანები ღამით მოძრაობენ.

„საპილოტე პროექტი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ერთის მხრივ ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა მეორე მხრივ, ძალიან გვიჭირს მოქალაქეების დარწმუნება თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნარჩენები ღამით გაიტანონ, რადგანაც საცობები ავირიდოთ თავიდან. რეალურად, გვაქვს პრობლემები და მიმდინარე ეტაპზე იმ ქუჩათა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემაზე გადავდივართ. ამჟამად, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი გვეხმარება სამარშრუტო სქემების შესწავლაში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს საზოგადოებას შევთავაზებთ ნარჩენების სეპარირებული დახარისხების და შეგროვების სისტემის იმ მოდელს, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ნარჩენებიდან შეგვეძლება უკვე პროდუქცია მივიღოთ და ბუნებრივია, ასევე შეიცვლება ნაგავმზიდი მანქანების მოძრაობის სქემები, როგორც კვირის განმავლობაში, ასევე საათობრივი თვალსაზრისით“,- განაცხადა ბითაძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა