მოძრაობა „დაიცავი ბათუმის" წევრები - მოვითხოვთ, შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა

მოძრაობა „დაიცავი ბათუმის" წევრები - მოვითხოვთ, შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა

„შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა“,“ ბათუმის მერიამ არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა ისტორიულ ზონებში“, „ბათუმის მერიამ ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწეროს გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიშის გარეშე“,- აღნიშნული განცხადებები მოძრაობა "დაიცავი ბათუმის" წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

მოძრაობა "დაიცავი ბათუმის" წევრები კვირას, ბათუმში აქციებს აანონსებენ.

„ჩვენ ყველა უწყებას მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან აქციებს დავიწყებთ. ისტორიული სახლების დანგრევა მიმდიბარეობს. მაზნიაშვილისა და ჟორდანიას ქუჩების კვეთაში ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. გვრჩება განცდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები კორუფციულ გარიგებაში არიან ჩართული ან ვერ იჩენენ საკმარის გამბედაობას, გათავისუფლდნენ გავლენებისგან და მიიღონ კეთილსინდისიერი, კანონშესაბამისი და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. ისტორული ნაწილი აუცილებად უნდა იყოს დაცული და მისი ნგრევა შეწყდეს! "- განაცადა მოძრაობის წევრმა რაულ ფატლაძემ.