ბორის სოკოლოვი - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე" სომხეთისთვის განკუთვნილი რუსული ტვირთების გატარებით თბილისის გარდა ყველა - მოსკოვი, ერევანი, სოხუმი და ცხინვალი მოიგებს

აშშ-რუსეთის, ევროპა-რუსეთის ურთიერთობებზე, როგორ აისახება დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საქართველოზე, ასევე იმაზე, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში, ”ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს ისტორიკოსს, მეცნიერებათა დოქტორს, 2008 წლის სექტემბერში გახმაურებული სტატიის „წაგლეჯა სუდეტურად“ ავტორს, ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, რუსეთის სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონი „სუვერენული ინტერნეტის“ შესახებ. როგორც ჩანს, რუსეთი აპირებს გამოეთიშოს გლობალურ ქსელს. ბევრი თვლის, რომ ეს რუსეთის თვითიზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. თქვენი აზრით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?

- ეს, რუსეთის მხრიდან დასავლეთის გარკვეულწილად პირობითი გაფრთხილებაა, მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარ გადაწყვეტილებას მოსკოვი უახლოეს მომავალში მიიღებს.

რუსეთის მიერ „სუვერენული ინტერნეტის“ შექმნის მიზანია რუსეთში არ გავრცელდეს არაცენზურირებული ინფორმაცია. მაგრამ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ფორსირებულად დაჩქარდება ამ კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღება

თუმცა, არ გამოვრიცხავ მოსკოვში სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ რუსეთს ჰქონდეს ისეთივე თავისი ინტერნეტი, როგორც ჩინეთს და ირანს, რაც თავისთავად იქნება მსოფლიო ინტერნეტსა და რუსეთს შორის კედლის აგება.

ამგვარი გადაწყვეტილების მიზანია რუსეთში არ გავრცელდეს არაცენზურირებული ინფორმაცია. მაგრამ ვიმეორებ, არა ვარ დარწმუნებული, რომ ფორსირებულად დაჩქარდება ამ კანონის მეორე და მესამე მოსმენით მიღება.

ასე იმის გამო ვფიქრობ, რომ ამგარი გადაწყვეტილების რეალიზებას უარყოფითი მოვლენებიც ახლავს. კერძოდ, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი შეუძლებელია თავისუფალი ინტერნეტის გარეშე, რაც ინფორმაციის თავისუფლად გაცვლა-გამოცვლას გულისხმობს.

- თუ საბოლოოდ იქნა მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება, აშკარა იქნება ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება სხვა მიზნების გამო გააკეთებს ამას. სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ეს სხვა მიზნები?

- რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებას ესმის გლობალური ინტერნეტის არსებობის სიკეთეები, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვის მხრიდან ეს დემონსტრაციული ჟესტია.

რუსეთის მხრიდან გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა შესაძლოა იყოს რუსეთის საპასუხო რეაქცია კიბერსივრცეში დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ გარკვეულ სანქციებზე

რუსეთის მხრიდან გლობალური ინტერნეტიდან გამოთიშვის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა შესაძლოა იყოს რუსეთის საპასუხო რეაქცია კიბერსივრცეში დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ გარკვეულ სანქციებზე.

ვიმეორებ, არა ვარ დარწმუნებული, რომ მოსკოვში სერიოზულად განიხილავენ რუსეთის გლობალური ქსელიდან გასვლას. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ამგვარი რამ მოხდეს კიდეც.

- თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ ძალიან სწრაფად იცვლება. პრეზიდენტ პუტინის მრჩეველმა, აშშ-ში რუსეთის ყოფილმა ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა - „აშშ-სა და რუსეთს შორის ნორმალური დიალოგისათვის ვაშინგტონმა უარი უნდა თქვას ულტიმატუმის ენაზე.“

თქვენი აზრით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ისედაც გაცივებული ურთიერთობების ფონზე, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ბატონ ანტონოვის ეს განცხადება?

- არც არაფერს არ ნიშნავს. ჩვეულებრივი იმგვარი რიტორიკაა, რაც კრემლიდან კარგა ხანია ისმის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრინციპში არც არაფერს ნიშნავს.

ჯერ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს

თუ კრემლში უნდოდათ კიდევ ერთხელ გაეხმოვანებინათ თავისი პროპაგანდისტული თეზისი, რომ რუსეთთან არ შეიძლება ულტიმატუმის ენით საუბარი, ეს გაკეთდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამგვარ პროპაგანდისტულ თეზისებზე ვაშინგტონი კარგა ხანია არც რეაგირებს.

- მოსკოვი რუსეთთან მიმართებაში პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ თავად აშშ-ში კი ტრამპს რუსეთისადმი კეთილგანწყობის გამო ხშირად აკრიტიკებენ.

მიუხედავად ამისა, ტრამპს არ გადაუდგამს იმგვარი ნაბიჯები, რომელთა მიზანია აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების პერსპექტივა?

- ვფიქრობ, რომ ჯერ აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს. ტრამპს ახლა ყველაზე მეტად მექსიკის საზღვართან ასაშენებელი კედლის პრობლემა და ვენესუელის თემატიკა ადარდებს, ვიდრე რუსეთთან დაკავშირებული ურთიერთობების საკითხები. ვფიქრობ, რომ უახლოეს კვირებში ვენესუელასთან დაკავშირებული ამბები გაირკვევა.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ აშშ-ს ძალები ვენესუელაში შევლენ?

- ჩემი აზრით, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ვენესუელაში არა აშშ-ს, არამედ კოლუმბიისა და ბრაზილიის ჯარები შევიდნენ აშშ-ს ლოჯისტიკური მხარდაჭრით. მადუროს მოუწევს წასვლა.

უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ვენესუელაში არა აშშ-ს არამედ კოლუმბიისა და ბრაზილიის ჯარები შევიდნენ აშშ-ს ლოჯისტიკური მხარდაჭრით. მადუროს მოუწევს წასვლა

რადგან აშშ-მ ვენესუელის პრეზიდენტად არა მადურო, არამედ სხვა აღიარა, ვაშინგტონი უკან აღარ დაიხევს. ასე იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ამ მიზნის მისაღწევად ჯარების გამოყენება დასჭირდათ.

რაც შეეხება ჯარების გამოყენებას, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი აზრით, ვენესუელაში კოლუმბიელი და ბრაზილიელი ჯარები შევლენ ამერიკელების ლოჯისტიკური მხარდაჭერით. არაა გამორიცხული, რომ მადურო მშვიდობიანად თავადაც გადადგეს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ფაქტია, რომ მადუროს საკითხი უახლოეს კვირებში დასრულდება.

- დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ მადუროს მოუწია ვენესუელის პოლიტიკური სცენიდან წასვლა, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინისა და საქართველოს მიმართულებაზე გააქტიურდება...

- ჩემი აზრით, ეს საკითხები ერთმანეთთან აბსოლუტურად არანაირად არაა დაკავშირებული. მით უმეტეს რომ საქართველოში პრორუსული ხელისუფლებაა და მას ამის არანაირი საჭიროება არ აქვს.

- მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულ განწყობებში სდებს ბრალს, საქართველო, შესაძლოა არც ისე სწრაფად, მაგრამ მაინც შესამჩნევად მოძრაობს ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით... ეს პროცესები მოსკოვს შეუმჩნეველი არ რჩება და განცხადებების დონეზე მკაცრადაც რეაგირებს...

- გასაგებია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს საქართველო ისევე შორსაა ნატოსგან, როგორც რამდენიმე წლის წინ. არა ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს აქვს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა.

არა ვარ დარწმუნებული, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს აქვს ჩრდილოატლანტიკური პერსპექტივა... შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური პერსპექტივის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მოძრაობა მიკროსკოპულიც კია

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში სწრაფვას, ესეც საკმაოდ შორეული მომავლის საქმეა. არა მგონია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური პერსპექტივის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს მოძრაობა მიკროსკოპულიც კია.

- ჩვენთან ხშირად საუბრობენ იმაზე, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომს და გარკვეულწილად ჰიბრიდულ ომსაც აწარმოებს. საინფორმაციო და პროპაგანდისტული ომის შედეგები საქართველოში საკმაოდ კარგად ჩანს.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს მდებარე სამხედრო ბაზებს აძლიერებს, ეკონომიკურ პროცესებში ცდილობს მონაწილეობას, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რისთვის ემზადება რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში?

- ჩემი აზრით, არც არაფრისთვის არ ემზადება. თვალსაწიერ მომავალში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამ ეტაპზე ჰიბრიდულ ომსაც გამოვრიცხავ.

დარწმუნებული ვარ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც იქნება მედიასაშუალებები და საიტები, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად პრორუსული პოზიციები აქვთ. ასევე დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება, მაგრამ ჩემთვის ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად გავლენიანი არიან ეს გამოცემები

რაც შეეხება საინფორმაციო ომს, რასაც მე ვაკვირდები, რუსულ მედიაში საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ არ მიმდინარეობს. პრაქტიკულად, რუსულ მედიაში საქართველოზე ცოტა რამ თუ იწერება და თუ იწერება მას ანტიქართულს ვერანაირად დავარქმევთ.

- საუბარია იმაზე, რომ რუსეთი საქართველოშია გააქტიურებული და ანტიდასავლურ განწყობებს აშკარად პრორუსულ სიმპათიებით გამორჩეული პოლიტიკური ჯგუფები აჟღერებენ.

- სამწუხაროდ, მე ქართულ პრესას არ ვკითხულობ და შესაბამისად, ვერც თვალს ვადევნებ. დარწმუნებული ვარ, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც იქნება მედიასაშუალებები და საიტები, რომლებსაც ერთმნიშვნელოვნად პრორუსული პოზიციები აქვთ. ასევე დარწმუნებული ვარ, მათი ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება, მაგრამ ჩემთვის ძნელია იმაზე მსჯელობა, თუ რამდენად გავლენიანი არის ეს გამოცემები.

- რამდენიმე დღის წინ ერთ დროს კრემლის იდეოლოგად აღიარებულმა სურკოვმა ბევრი თვალსაზრისით საგულისხმო სტატია გამოაქვეყნა. ამ სტატიაზე ბევრი კომენტარი გაკეთდა რუსეთში და საქართველოშიც. თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინთან დაახლოებული სურკოვის ბოლო საჯარო გზავნილს?

- სურკოვის სტატია ამტკიცებს, რომ პუტინის მმართველობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ის რეჟიმი, რომელიც მას ჩაანაცვლებს, პროპუტინური იქნება. უფრო სწორად, რუსეთში მმართველობის სისტემა ისეთივე იქნება, როგორც ეს პუტინის დროს იყო.

სურკოვის სტატია ამტკიცებს, რომ პუტინის მმართველობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება და ის რეჟიმი, რომელიც მას ჩაანაცვლებს, პროპუტინისტური იქნება. უფრო სწორად, რუსეთში მმართველობის სისტემა ისეთივე იქნება, როგორც ეს პუტინის დროს იყო

ცხადია, რომ ეს სტატია აშკარად იდეოლოგიური ხასიათის იყო და მიეძღვნა იმაზე მსჯელობას, გრძელვადიან პერსპექტივაში სავარაუდოდ როგორი იქნება რუსეთი.

- იმ ვითარებაში თუ პუტინის მმართველობა კიდევ დიდხანს გაგრძელდა, ამ ხნის მანძილზე სავარაუდოდ როგორ პოლიტიკას გაატარებს კრემლი უკრაინასა და საქართველოს მიმართებაში?

- ამ თემაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, ვინაიდან მართლა არ ვიცი რამდენად დიდხანს გაგრძელდება პუტინის მმართველობა და რეალურად როგორი ხელისუფლება ჩაანაცვლებს მას. ამიტომ თქვენს კითხვაზე ახლა მარჩიელობას აზრი არ აქვს.

- რუსულ მედიაში ბევრს კი მსჯელობენ პუტინის სავარაუდო ჩამნაცვლებლებზე, მაგრამ ჯერ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის მტკიცებისათვის, რომ პუტინის ჩანაცვლება მოხდება.

- ჩანაცვლება მაინც მოხდება თუნდაც იმის გამო, რომ ადრე თუ გვიან პუტინი გარდაიცვლება. მე მიჭირს არა მხოლოდ იმაზე მსჯელობა თუ რა იქნება 2024 წელს, როცა პუტინის პრეზიდენტობის მეოთხე ვადა ამოიწურება, არამედ რა ვითარება იქნება რუსეთში 2019, ან 2020 წელს.

- თქვენთან დაკავშირებამდე რუსულ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო რბკ-ს საიტზე წავიკითხე რომ რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომლებშიც ჩრდილოვანი ეკონომიკა საკმაოდ მაღალია. თუ ეს ასეა, თქვენი აზრით, როგორ აისახება ეს რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, რომლის ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან მაღალია. რუსეთში მართლაც რომ იყოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ისეთი დონე, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ხუთეულში შედიოდეს, რუსეთში ცხოვრების დონე ბევრად დაბალი იქნებოდა.

მადუროს წასვლის შემთხვევაში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებაზე მეტად რუსეთის სადარდებელი იქნება ის, რომ ვენესუელას რუსეთის მიმართ აქვს ვალები და მათ გასტუმრებაზე ახალი პრეზიდენტი ვალდებულებას აიღებს თუ არა. გარდა ამისა, რა ბედი ეწევა რუსეთის მიერ ვენესუელაში ჩადებულ ფინანსებს

ამიტომ ვთვლი, რომ დღევანდელ რუსეთის ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი დიდი არ იქნება. თუმცა აქვე დავძენ, რომ ამის შეფასების კრიტერიუმები საკმაოდ რთული თემაა და ახლა ამ თემაზე მსჯელობას არ გავაგრძელებ.

მსოფლიო პოლიტიკაში რუსეთის მდგომარეობა ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი იქნება ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი რუსეთის ეკონომიკაში. დარწმუნებული ვარ ეს კრემლში კარგად ესმით.

- თუ მადურო წავა, ვენესუელა გაიწვევს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას, მაგრამ ამაზე რუსული პასუხი სავარაუდოდ რა იქნება?

- დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. რუსეთი მწუხარებას და თავის უკმაყოფილებას გამოთქვამს ამის გამო. ვენესუელის წინააღმდეგ რუსეთი ომს ნამდვილად ვერ დაიწყებს.

თუ საქართველოს მთავრობა რუსულ ტვირთებს სომხეთისთვის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე" გაატარებს, ეს მისი პრორუსულობის მკაფიო გამოხატულება იქნება

მადუროს წასვლის შემთხვევაში აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებაზე მეტად რუსეთის სადარდებელი იქნება ის, რომ ვენესუელას რუსეთის მიმართ აქვს ვალები და მათ გასტუმრებაზე აიღებს თუ არა ვალდებულებას ახალი პრეზიდენტი. გარდა ამისა, რა ბედი ეწევა რუსეთის მიერ ვენესუელაში ჩადებულ ფინანსებს. მაგრამ, ვიდრე ვენესუელაში ხელისუფლება არ შეცვლილა, ამაზე საუბარი ნაადრევია.

- ქართულ, აფხაზურ და სამხრეთ ოსურ საზოგადოებებში აქტიურად განიხილება მოსკოვსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსეთიდან აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიების გავლით შესაძლებელი იქნება რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ტვირთების გადაზიდვა, რის კონტროლსაც შვეიცარიული კერძო კომპანია გაუწევს მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი არავის უნახავს, ამ თემაზე დისკუსიები არ ცხრება. რამდენადაც ვიცი, ამ თემაზე დისკუსიები რუსულ მედიაშიც იყო.

- ამ საკითხში უდიდესი როლი ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. თუ ქართული მხარე აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთსა და ირანში ტრანსპორტირებას დათანხმდა, ეს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობის მაჩვენებელი იქნება.

მოსკოვს ევროპის გახლეჩაში შანსები არ აქვს. ასეა იმის გამო, რომ ევროპას გაცნობიერებული აქვს - რუსეთი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ასე იქნება თუნდაც იმიტომ, რომ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ტერიტორიაზე სომხეთისთვის განკუთვნილი რუსული ტვირთების გატარება საკუთრივ საქართველოს ინტერესებს ავნებს. ამით თბილისის გარდა ყველა მოიგებს. მხედველობაში მაქვს მოსკოვი, ერევანი, სოხუმი და ცხინვალი.

ვიმეორებ, თუ საქართველოს მთავრობა რუსულ ტვირთებს სომხეთისთვის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთზე" გაატარებს, ეს მისი პრორუსულობის მკაფიო გამოხატულობა იქნება

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არ გააქტიურდება, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკავშირთან და ნატოსთან საქართველოს ურთიერთობების გააქტიურებაზე რუსეთი უკმაყოფილოდ რეაგირებს.

- დარწმუნებული ვარ, ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით საქართველოს მოქმედებები უფრო აქტიური არ იქნება. გარდა ამისა, ნატოს მხრიდანაც ვერ ვხედავთ საქართველოს მიმართულებით შემხვედრ ნაბიჯებს.

- ნატო-ს საკმაოდ მაღალი რანგის წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომ წლის ბოლომდე არაა გამორიცხული საქართველომ მიიღოს ნატოს მიწვევა...

- ნატო მის რიგებში იღებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ აქვთ ტერიტორიული კონფლიქტები. რადგან საქართველო თავისი ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილს ვერ აკონტროლებს, ნატოში საქართველოს მიწვევა თუნდაც ამის გამო ვერ მოხდება.

- ევროპული ტურნეს წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის გახლეჩას. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კარგა ხნის დაწყებულია და ამ საკითხში რუსეთს გარკვეული როლი აქვს შესრულებული. თქვენი დაკვირვებით, ევროპის გახლეჩის თვალსაზრისით რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა რუსეთის მცდელობები?

- მოსკოვს ევროპის გახლეჩაში შანსები არ აქვს. ასეა იმის გამო, რომ ევროპას გაცნობიერებული აქვს - რუსეთი მისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მეტიც, რუსეთთან მეგობრობას ყველა გაურბის.

დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მიმართებით გერმანიის პოზიციაში მემარცხენეების აქტიურობა გავლენას არ იქონიებს

ყველას ესმის, რომ რუსეთთან დათმობებზე წასვლა მათ ქვეყნებს კარგს არაფერს მოუტანს. უნგრეთსა და იტალიას, რომელიც ცდილობს რუსეთთან ურთიერმომგებიანი პოლიტიკის წარმოებას ეს კარგად ესმით. მათაც იციან, რომ რუსეთთან მეგობრობა კარგია, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში.

- გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლების შედეგად გაირკვა, რომ გერმანიაში გამოკითხულთა უმრავლესობა საფრთხეს უფრო აშშ-დან აღიქვამს, ვიდრე რუსეთიდან და ჩინეთიდან.

- ასეთი შედეგები იმის დამსახურებაა, რომ გერმანულ მედიაში დიდი ხანია მიმდინარეობას დისკურსი იმაზე, რომ გერმანიისთვის საფრთხეს აშშ წარმოადგენს. ეს ტენდენცია „ცივი ომის“ პერიოდიდან მოდის.

არსებობს საერთო ევროპული გლობალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპული საზოგადოებების განწყობებზე. გარწმუნებთ, ეს ფაქტორები რეალურად რომ არ არსებობდეს, რუსეთი ვერანაირად ვერ შეძლებდა ამ პროცესში მონაწილეობასაც კი

აშშ-ში ტრამპის გაპრეზიდენტების ფონზე ეს განწყობები კიდევ უფრო გაიზარდა. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთთან მიმართების საკითხში გერმანიის პოზიციაში მემარცხენეებს აქტიურობა გავლენას არ იქონიებს.

- ევროპულ მედიაში ბევრი იწერება იმაზე, რომ ამ პროცესში, ვგულისხმობ მემარცხენეებისა და ულტრარადიკალების გაძლიერებას, აქტიურადაა ჩართული რუსეთი. ამის დასტურად გერმანიის, საფრანგეთის, ბელგიის, დანიისა და სხვა ქვეყნების არჩევნებში რუსეთის აქტიური მონაწილეობა სახელდება.

- როგორც ჩანს, რუსეთი თავის შესაძლებლობებს იყენებს ევროპული ქვეყნების საზოგადოებებში ანტიამერიკული განწყობების ჩამოყალიბებაში, მაგრამ მე ამ თვალსაზრისით, გადაჭარბებულად არ შევაფასებდი ამ პროცესში რუსეთის როლსა და შესაძლებლობებს.

საქართველოში პრორუსულ განწყობებს არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები და პარლამენტში მცირერიცხოვანი ჯგუფები აჟღერებენ, მაგრამ ისინი რაც უფრო მეტად აქტიურობენ, მოსკოვი უფრო ზარალდება, ვიდრე იგებს

არ მიმაჩნია, რომ ევროპულ საზოგადოებაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობაში სხვადასხვა საკითხებში რუსეთის ხელი ურევია. არსებობს საერთოევროპული გლობალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ევროპული საზოგადოებების განწყობებზე. გარწმუნებთ, ეს ფაქტორები რეალურად რომ არ არსებობდეს, რუსეთი ვერანაირად ვერ შეძლებდა ამ პროცესში მონაწილეობასაც კი.

- ვიცით ის საკითხები, თუ რა საკითხებში ვერ თანხმდებიან აშშ და რუსეთი, ევროპა და რუსეთი. მიუხედავად უთანხმოებებისა, მიუხედავად იმისაც კი, რომ პრაქტიკულად დაწყებულია მხარეებს შორის ლამის გამალებული შეიარაღება, სავარუდოდ რა სცენარით შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები პირობით დასავლეთსა და რუსეთს შორის?

- რუსეთსა და პირობით დასავლეთს შორის დაახლოება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ რუსეთში არსებული პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალა. ეს კი როდის მოხდება, არავინ იცის.

- ვინაიდან ამგვარი ვითარება კარგა ხანს შეიძლება გაგრძელდეს, სავარაუდოდ ეს როგორ აისახება პოსტსაბჭოთა სივრცეზე, იგივე უკრაინასა და საქართველოზე?

- რუსეთი საქართველოში არსებული ხელისუფლების შენარჩუნებას, ხოლო უკრაინაში უფრო პრორუსული ხელისუფლების მოყვანას შეეცდება.

არა მგონია, რომ ნატო-ს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით მოსკოვმა მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს

ასე იქნება იმის გამო, რომ საქართველოში პრორუსული ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოვა. საქართველოში პრორუსულ განწყობებს არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალები და პარლამენტში მცირერიცხოვანი ჯგუფები აჟღერებენ, მაგრამ ისინი რაც უფრო მეტად აქტიურობენ, მოსკოვი უფრო ზარალდება, ვიდრე იგებს.

- მალე საქართველოში ნატოს ეგიდით მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის ჯარისკაცები მიიღებენ. კრემლი ხშირად გამოთქვამს უკმაყოფილებას საქართველოს დაახლოებით ნატოსთან.

თქვენი დაკვირვებით, რუსეთი ეგუება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას, თუ ეს საკითხი მისთვის როგორც იყო მიუღებელი ასეთივე საკითხად რჩება?

- ჩემი აზრით, რუსეთი თვლის, რომ იგი ამა თუ იმ ფორმით აკონტროლებს საქართველოს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს, სხვა საკითხია.

არა მგონია, რომ ნატო-ს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებთან დაკავშირებით მოსკოვმა მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს.

ამ ტიპის სამხედრო სწავლებები რომ უკრაინაში იყოს დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ, მოსკოვში დიდი ხმაური იქნებოდა. უკრაინის ხელისუფლება უფრო პროდასავლურია, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება და უდავოა ისიც, რომ იგი კრემლზე დამოკიდებული არაა.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა