11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური დელეგაცია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, კატოვიცეში შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ვიზიტის მთავარ მიზანს სილეზიის რეგიონულ პარლამენტთან ახალი თანამშრომლობის განხილვა და სხვადასხვა მიმართულებით სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება წარმოადგენს.

„რეგიონების საკანონმდებლო უწყებებს შორის ახალი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და საკანონმდებლო მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარებას. სილეზიის რეგიონული პარლამენტი იქნება პოლონეთის რესპუბლიკის მეორე საკანონმდებლო ორგანო, რომელთანაც აჭარის უმაღლესი საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სილეზიის სავოევოდოს მარშალთან იაკუბ ჩელსტოვსკისთან, სილეზიის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან იან კავულოკთან, სილეზიის სავოევოდოს ვიცე-მარშალთან ვოიჩეხ კალუცასთან, სილეზიის უნივერსიტეტის პროერექტორთან ტომაშ პიეტშიკოვსკისთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან ტომაშ ჟავიონისთან“, - ნათქვამია აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია