ბათუმში მოპედი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, მამაკაცს თავის არეში მძიმე ტრავმა აქვს მიღებული.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს