რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

რუსთავში ბელიაშვილის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა. სავარაუდოდ წყლის გამათბობლიდან ოთახში დაგროვებული ბუნებრივი აირის ნამწვით 40-წლამდე ასაკის ქალმა და 12 წლის ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღეს.

ქალბატონი, წინასწარი ინფორმაციით, აბაზანაში უგონო მდგომარეობაში ნახეს, გოგონა კი კონტაქტური იყო. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორივე ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი მონაცემებით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი