მთაწმინდის გამგეობა ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის მოსაწყობად 14 115 ლარის დახარჯვას გეგმავს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა, დედის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდის რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ავტოსპორტის მოყვარულ მრავალშვილიან დედებს შორის, მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლების მიზნით ავტორბოლის ღონისძიების ორგანიზებას აპირებს.

14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე 1-ელ თებერვალს განთავსდა, მიწოდების ვადად კი 8 მარტია განსაზღვრული.

ტენდერით მხოლოდ ერთი პრეტენდენტი დაინტერესდა, „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“, რომელიც მთაწმინდის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობს.

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ჩასატარებელი ერთდღიანი ღონისძიების აღწერა შემდეგია:

1) მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც სტარტს აიღებს ესკორტი, რომელსაც წინ გაუძღვება 12 კაციანი ორკესტრი;

2) შეჯიბრი გულისხმობს გარკვეული ტრასის, მინიმალურ დროში გავლას ავტომანქანის ფლობის ოსტატობის ამაღლების მიზნით. მონაწილე პროფესიონალი მძღოლების შერჩევას მოახდენს მიმწოდებელი, მონაწილე მრავალშვილიანი დედებს შეარჩევს შემსყიდველი. ეკიპაჟი უნდა შედგებოდეს ერთი პროფესიონალი და ერთი მოყვარული მძღოლისგან, რომელიც იქნება მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი ქალბატონი. ღონისძიების ჩატარებამდე, მიმწოდებელმა მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ 15 ქალბატონს უნდა ჩაუტაროს საკვალიფიკაციო ვარჯიშები. ავტომობილების გამართულობას და ეკიპაჟის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. მრავალშვილიან 15 ქალბატონს გადაეცემა საჩუქრები. 3) მოედანზე უნდა მოეწყოს სცენის იმიტირებული ადგილი დაჯილდოების ცერემონიალისთვის და მომღერლისთვის, რომელმაც ღონისძიების დასრულებისას უნდა შეასრულოს თემატური სიმღერა. 4) ღონისძიება უნდა ჩაატაროს საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ნებართვის მქონე, ან მის მიერ ლიცენზირებულმა ორგანიზაციამ.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესასრულებელ მოვალეობებს შორისაა: 30 ცალი მანქანის ორმხრივი სტიკერის დამზადება, 60 ცალი გრძელმკლავიანი მაისურის დამზადება, დროშის, ბანერების,თასით, მედლებით და სიგელებით გამარჯვებულთა დაჯილდოება.

ასევე მოთხოვნებს შორისაა, პარფიუმერიის მაღაზიის ვაუჩერები, 30 ცალი ყვავილების თაიგული მონაწილეებისთვის, ცნობადი მომღერლის მომსახურებით უზრუნველყოფა, ფოიერვერკი (კონფეტი) დაჯილდოებისთვის და ა.შ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა