გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან „თიბისი ბანკის“ წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია

შს მინისტრის თქმით, მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას საუბარი "თიბისი ბანკის" საქმეზე ხაზარაძესთან და სთხოვა თუ არა მას წილების დათმობა.

"არ მქონია ასეთი საუბარი. მეორე - ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მარეგულირებლის ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, გახარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის.

"ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, რა თქმა უნდა, გიპასუხებთ, რომ "თიბისი ბანკი" არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მითუმეტეს ჩემი მხრიდან",- განაცხადა გახარიამ.

გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან "თიბისი ბანკის" წილების დათმობაზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა