პროკურორი - მოწმეებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ 2008 წელს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდათ ბანკიდან ამოღებული თანხის მიღების უფლება და ისინი დაეუფლნენ ავთანდილ წერეთლის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების საშუალებით

მოწმეებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ 2008 წელს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდათ ბანკიდან ამოღებული თანხის მიღების უფლება და შესაბამისად, ისინი დაეუფლნენ ავთანდილ წერეთლის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების საშუალებით, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა გიორგი მიქავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მიქავამ აღნიშნა, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს ისიც, რომ მანამდე ინტერესთა კონფლიქტის ასეთი მსგავსი პროფილური შემოწმება ეროვნულ ბანკში არ განხორციელებულა.

„დღევანელ სხდომაზე მოწმეებმა გააკეთეს მნიშვნელოვანი განმარტებები ეროვნული ბანკის შემოწმების აქტთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ დაადასტურეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. მათ ცალსახად აღნიშნეს, რომ 2008 წელს ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდათ ბანკიდან ამოღებული თანხის მიღების უფლება და შესაბამისად, ისინი დაეუფლნენ ავთანდილ წერეთლის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების საშუალებით. აღნიშნული პასუხს სცემს კითხვას იმაზე, თუ რატომ იქნა შერჩეული ავთანდილ წერეთლის მფლობელობაში არსებული კომპანიები და რატომ წარუდგინეს ბანკს არასწორი ინფორმაცია თითქოსდა აღნიშნული თანხა სჭირდებოდა კომპანიებს. მეორე ფაქტობრივი გარემოება იყო მიზნობრიობასთან დაკავშირებით, სადაც ამ მოწმეებმა ცალსახად განმარტეს, რომ ბანკისგან დაუფლებული თანხის იმავე დღეს გადასესხება სხვა პირზე არ შედიოდა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობაში, როდესაც ერთ შემთხვევაში კომპანიის პროფილური ბიზნესი იყო სამშენებლო საქმიანობა, მეორე შემთხვევაში კი ხორცპროდუქტებით ვაჭრობა და სხვა კომერციული საქმიანობა.

ასევე მათ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთეს იმაზე, რომ იმ მომენტში დარღვეულ იქნა „გაშლილი მკლავის“ პრინციპი უზრუნველყოფის საშუალებებთან დაკავშირებით, რამეთუ ნაცვლად იმისა, რომ ბანკს გაეტარებინა ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად, კერძოდ, უზრუნველყოფის საშუალებების აღსასრულებლად მისაქცევად, პირიქით მოხდა, ბანკს დაეკარგა ყველა რესურსი იმისთვის, რომ მოეხდინა ამ თანხის ამოღება. მათ დაადასტურეს, რომ კრებსითად ბანკმა განიცადა დაახლოებით, 28 მილიონი ლარის, 16, 5 მილიონი დოლარის ზიანი“, - განაცხადა გიორგი მიქავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის აღნიშნული დასკვნა და შემოწმება არის მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ის ინტერესთა კონფლიქტს ეხება.

„შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტში პირდაპირ იკვეთება, რომ ეს ავთანდილ წერეთლის კომპანიები პირდაპირ იყო დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ეს გახდა ერთ-ერთი საფუძველი შემდგომში მათთვის სანქციების დაწესების. გარდა ამისა, საქმეში არსებობს სხვა რამდენიმე გარემოება და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს იმას, მოხდა თუ არა თაღლითობა და დანაშაულებრივად მითვისებული თანხის ფორმალური და ფიქტიური სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მისი „გათეთრება“. ფაქტებს სჭირდება შეფასება, რასაც აკეთებს ბრალდების მხარე და საბოლოო ჯამში უნდა გააკეთოს სასამართლომ. მაგრამ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ შემოწმების აქტში არსებული გარემოებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ადგილი ჰქონდა ბანკისგან მოტყუებით თანხის თაღლითურად დაუფლებას, რომელიც შემდეგში ფიქტიური სესხის ხელშეკრულების და სხვა ტრანზაქციების განხორციელების საფუძველზე მოხდა მისი „გათეთრება“, - აღნიშნა პროკურორმა.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას