საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, Eurasia Analyst-ის დამფუძნებელს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო გიორგი, ანკარაში ნატო-ს მორიგი სამიტი გაიმართა. მასში მონაწილეობა ნატოს წევრების გარდა, საკმაოდ ბევრმა არაწევრმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.
მოვისმინეთ ნატოს გენმდივნის რუტეს სიტყვა, ასევე ანკარაში სამიტზე სტუმრის სტატუსით მყოფი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა. ნატოს წევრი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების სხვადასხვა ტიპის განცხადებები.
ჩვენ ცალკე აუცილებლად შევეხებით ანკარაში აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
ანკარის სამიტზე ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ განაცხადა - „დღეს, ნატო-ს მოკავშირეები დაადასტურებენ, რომ რუსეთი გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს“. ანკარაში ნატოს სამიტზე ბევრი რამ ითქვა, მათ შორის ის, რომ ნატო მომავალშიც მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთ-უკრაინის ომში.
თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს- ანკარის სამიტის შედეგებს ზოგადად, უკრაინისთვის და მათ შორის სამხრეთ კავკასიისთვის?
- ნატოს ანკარის სამიტმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ტრანსფორმაცია აჩვენა, რაც ტრანსატლანტიკური დაძაბულობისა და ამერიკული წნეხის ფონზე, ევროპული სტრატეგიული თავდაცვითი ავტონომიის გაძლიერებაში გამოიხატა. მოკავშირეებმა მკვეთრად გაზარდეს სამხედრო ბიუჯეტები და გააფორმეს მსხვილი კონტრაქტები ერთობლივი წარმოების შესახებ.
სამიტის მთავარი პოლიტიკური გამარჯვებული მასპინძელი თურქეთი აღმოჩნდა, რომელმაც ვაშინგტონთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის აღდგენითა და სანქციების მოხსნით რეგიონული პოზიციები მკვეთრად განიმტკიცა.
უკრაინის მიმართულებით ალიანსმა უზრუნველყო გრძელვადიანი, „ტრამპ-გამძლე“ მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ახალ ფინანსურ პაკეტში მონაწილეობაზე, ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარ თავზე აიღეს მილიარდობით ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევა და კიევთან ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმეს.
უკრაინის მიმართულებით ალიანსმა უზრუნველყო გრძელვადიანი, „ტრამპ-გამძლე“ მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ახალ ფინანსურ პაკეტში მონაწილეობაზე, ევროპელმა მოკავშირეებმა საკუთარ თავზე აიღეს მილიარდობით ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გაწევა და კიევთან ახალი ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმებები გააფორმეს
სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სამიტის შედეგები ორგვარია. ერთი მხრივ, თურქეთის როლისა და გავლენის ზრდამ ავტომატურად გააძლიერა მისი სტრატეგიული მოკავშირის, აზერბაიჯანის პოზიციები.
მეორე მხრივ, მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოს შედარებით პასიური როლი. ქვეყანა ოფიციალური ფორმატების მიღმა დარჩა, მისი საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ ფიგურირებდა და თბილისის აქტივობა მხოლოდ არასამთავრობო პლატფორმით შემოიფარგლა.
სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სამიტის შედეგები ორგვარია. ერთი მხრივ, თურქეთის როლისა და გავლენის ზრდამ ავტომატურად გააძლიერა მისი სტრატეგიული მოკავშირის, აზერბაიჯანის პოზიციები. მეორე მხრივ, მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოს შედარებით პასიური როლი
ეს ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეფერხებულია და იგი, მოცემულ ეტაპზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მიღმა აღმოჩნდა, რადგან მისი აქტიური როლი მიმდინარე პროცესებში არ იკვეთება. საბოლოოდ, ანკარის სამიტმა დააფუძნა უფრო მილიტარიზებული და რეგიონულ ჰაბებზე დამოკიდებული ალიანსი.
- დამკვირვებელმა ნაწილი ყურადღებას ამახვილებს ნატოს გენმდივნის რუტეს განცხადებაზე იმის შესახებ რომ „ევროპაში მოხდება თავდაცვითი წარმოების ევოლუცია“.
ასევე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამერიკული და გერმანული ცნობილი საწარმოები ევროპაში, ისტორიაში პირველად დაიწყებენ ATACMS-ის ბომბების წარმოებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა, კერძოდ გერმანია აშშ-საგან უკრაინისთვის არა მხოლოდ შემსყიდველი, არამედ მწარმოებელი ქვეყანა იქნება.
რა კორექტივებს შეიტანს ევროპაში ATACMS-ის წარმოება ევროპის უსაფრთხოებაში, უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე დაპირისპირებაში?
- ევროპაში Lockheed Martin-ისა და Rheinmetall-ის მიერ ATACMS ბალისტიკური რაკეტების ერთობლივი წარმოების დაწყება გერმანიაში ფუნდამენტურად ცვლის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას. ეს სტრატეგიული ნაბიჯი პირდაპირ პასუხობს უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს და სამხედრო მომარაგებას ვაშინგტონის პოლიტიკური რყევებისგან დამოუკიდებელს ხდის. კიევი იღებს გრძელვადიან გარანტიას, რომ მასობრივად დაარტყას რუსეთის სიღრმეში არსებულ კრიტიკულ ლოგისტიკურ ჰაბებს.
ევროპაში Lockheed Martin-ისა და Rheinmetall-ის მიერ ATACMS ბალისტიკური რაკეტების ერთობლივი წარმოების დაწყება გერმანიაში ფუნდამენტურად ცვლის კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურას…კიევი იღებს გრძელვადიან გარანტიას, რომ მასობრივად დაარტყას რუსეთის სიღრმეში არსებულ კრიტიკულ ლოგისტიკურ ჰაბებს
პარალელურად, ინიციატივა მკვეთრად ზრდის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვისუნარიანობას და ამცირებს ევროპის სამხედრო დამოკიდებულებას ამერიკულ რესურსებზე. მიუხედავად იმისა, რომ სარაკეტო ქარხნების ევროპაში განთავსება ზრდის კრემლის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიების რისკს, პროექტი მაინც უმნიშვნელოვანესი გარდატეხაა.
დასავლეთი საბოლოოდ გადადის ომის დროებითი მართვის რეჟიმიდან მოსკოვის გრძელვადიანი და მდგრადი სისტემური შეკავების სტრატეგიაზე, რაც ევროპის სტრატეგიული თავდაცვით ავტონომიას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
დასავლეთი საბოლოოდ გადადის ომის დროებითი მართვის რეჟიმიდან მოსკოვის გრძელვადიანი და მდგრადი სისტემური შეკავების სტრატეგიაზე, რაც ევროპის სტრატეგიული თავდაცვით ავტონომიას ახალ ეტაპზე გადაიყვანს
- ნატოს ანკარის სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც გამიხილეს. შავი ზღვის უსაფრთხოების თემები, წესით საქართველოსთვისაც უნდა ყოფილიყო აქტუალური და მნიშვნელოვანი, მაგრამ, ნატოს ანკარის სამიტზე საქართველო საერთოდაც არ ყოფილა მიწვეული.
როგორც ჩანს, ნატოს სამიტის თურქეთში გამართვის ადგილად შერჩევა, შემთხვევითი არ ყოფილა. არც უკრაინა-რუსეთის ომია დასრულებული და არც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელ-ირანს შორის ომი. იმის გამო, რომ თურქეთს შავი ზღვის ბასეინში საკმაოდ ძლიერი ფლოტი ჰყავს, თურქეთს უკრაინა-რუსეთის ომშიც შეუძლია სერიოზული როლის შესრულება და აშშ-ისრაელ-ირანის მიმდინარე დაპირისპირებაში.
„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ გამოთქმული ასეთი აზრი - „მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს“.
რადგან ანკარის ნატოს სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება ყოფილიყო მიღებული გადაწყვეტილებები, რაზეც საჯაროდ არ თქმულა, მაგრამ, შესაძლოა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყოს?
- ანკარის ნატოს სამიტზე შავი ზღვის უსაფრთხოების გარშემო გამართული დახურული შეხვედრები, სავარაუდოდ, რეგიონში ძალთა ბალანსის რადიკალურად შეცვლას ისახავდა მიზნად.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ალიანსის ლიდერებს მოუწევდათ ისეთი საიდუმლო სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც გვერდს აუვლიდა მონტრეს კონვენციის მკაცრ შეზღუდვებს და გაზრდიდა დასავლეთის საზღვაო გავლენას შავზღვისპირა წევრი ქვეყნების ფორმალური გაძლიერებით. კულუარებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობოდა რუსული დომინაციის დასასრულებლად უახლესი ტექნოლოგიების, კერძოდ, საზღვაო და საჰაერო დრონების მასშტაბურ ინტეგრაციასა და რეალურ დროში კოსმოსური დაზვერვის მონაცემების გაზიარებას.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ალიანსის ლიდერებს მოუწევდათ ისეთი საიდუმლო სტრატეგიების შემუშავება, რომლებიც გვერდს აუვლიდა მონტრეს კონვენციის მკაცრ შეზღუდვებს და გაზრდიდა დასავლეთის საზღვაო გავლენას შავზღვისპირა წევრი ქვეყნების ფორმალური გაძლიერებით
გარდა ამისა, ნაღმსაწინააღმდეგო ერთობლივი ჯგუფის მანდატის ფარული გაფართოება კრიტიკული წყალქვეშა ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის დაცვას უზრუნველყოფს. რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია და აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება შეკავების პოლიტიკის მთავარ საყრდენად იქცა.
საქართველოსთვის ეს გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნატოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების პრიორიტეტად ქცევა ამცირებს ქვეყანაზე არსებულ რუსულ სამხედრო წნეხს, იცავს სატრანზიტო დერეფნებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს ქვეყნის ეკონომიკური და სტრატეგიული პროექტების შეუფერხებელი განვითარებისთვის. ალიანსმა მკაფიოდ აჩვენა, რომ რეგიონი მისი თავდაცვის პირველი ხაზია.
- ანკარის ნატოს სამიტამდე ბევრი საუბრობდა იმაზე რომ თუ ადრე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ ზელენსკისაგან მოითხოვდა რუსეთისათვის დაეთმო უკრაინის 4 ოლქი, სხვათა შორის, აქ იგულისხმებოდა ყირიმის დათმობაც, ახლა თითქოს ის აღარ ფიქრობს რომ „ზელენსკის სათამაშო კარტები აღარ აქვს“.
ვხედავთ რომ უკრაინამ შეძლო ყირიმის პრაქტიკულად სრულად ბლოკირება, რუსეთიდან ყირიმში ვერ შეაქვთ არა მარტო საწვავი, ჯარისთვის საჭმელ-სასმელი, უკრაინამ მაქსიმალურად დააზიანა ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტები.
გარდა ამისა ლამის ყოველ დღე გამოჰყავს მწყობრიდან რუსეთის ბენზინის საწარმოები და სამხედრო წარმოებები. რუსეთში შექმნილი ბენზინის კრიზისის გამო რუსეთმა ყაზახეთს სთხოვა მისთვის მიეწოდებინა 50 ათასი ტონა ბენზინი.
პრეზიდენტ ტრამპს უკრაინა-რუსეთის ომზე პრაქტიკულად არ უსაუბრია. ძირითადად ევროპელი პარტნიორების მიმართ გააკეთა კრიტიკული განცხადებები. ანკარაში ჩაფრენამდე კი თქვა რომ - „პუტინს უნდა მშვიდობა“ და გამოთქვა ვარაუდი რომ „უკრაინა-რუსეთის ომი, შესაძლოა, მალე დასრულდეს“.
ამის ფონზე ვნახეთ რუსეთის მხრიდან კიევის და სხვა უკრაინული ქალაქების დაბომბვები. თქვენი დაკვირვებით ახლა რა როლის შესრულება სურს ტრამპს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში?
ტრამპი კიდევ გააგრძელებს ზელენსკიზე ზეწოლას უკრაინა-რუსეთის ომი მხარეთა დაპისრისპირების ზოლზე გაჩერდეს?
- დონალდ ტრამპის საგარეო სტრატეგია უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მიზნად ისახავს უმაღლესი გლობალური არბიტრისა და მშვიდობისმყოფელის სტატუსის მოპოვებას. მისი ამბიციაა, ომის დასრულება საკუთარ უმთავრეს გეოპოლიტიკურ გამარჯვებად აქციოს, რის გამოც იგი ცდილობს პროცესებზე სრული პირადი კონტროლი დაამყაროს.
ამის დასტურია ბოლო დროის ინტენსიური დიპლომატიური კამპანია, ხანგრძლივი მოლაპარაკებები ორივე ქვეყნის ლიდერებთან და სპეციალური „მშვიდობის საბჭოს“ შექმნის იდეის წარდგენა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს. ტრამპის მთავარი ამოცანაა ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის სწრაფი გაყინვა არსებულ საზღვრებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური ესკალაცია.
ტრამპის მთავარი ამოცანაა ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის სწრაფი გაყინვა არსებულ საზღვრებზე, რათა თავიდან აიცილოს გლობალური ესკალაცია
ამ მიზნის მისაღწევად ვოლოდიმირ ზელენსკიზე პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა აუცილებლად გაგრძელდება, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ტაქტიკა ფორმას იცვლის და უფრო დაბალანსებული ხდება.
უკრაინის მხრიდან რუსეთის სიღრმეში განხორციელებულმა წარმატებულმა დარტყმებმა აიძულა თეთრი სახლი, კონფლიქტს ახლებურად შეხედოს და გააცნობიეროს კიევის ხელთ არსებული ბერკეტები.
თეთრი სახლის ლიდერი ხედავს, რომ მხოლოდ უკრაინის იძულება არ არის საკმარისი, რადგან კრემლი არ ჩერდება და აგრესიას აგრძელებს. შესაბამისად, ტრამპის ადმინისტრაცია ორმხრივი წნეხის მოდელზე გადადის, სადაც სამხედრო დახმარების მიწოდება გამოიყენება ბერკეტად კიევის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად, ხოლო მოსკოვი იღებს გაფრთხილებას, რომ კომპრომისზე უარის თქმის შემთხვევაში აშშ უკრაინის მხარდაჭერას მკვეთრად გაზრდის.
თუმცა ამავდროულად აღსანიშნავია ის ფაქტი რომ დღეს კიევი გაცილებით ნაკლებადაა დამოკიდებული გარე სამხედრო დახმარებაზე, ვიდრე ეს თუნდაც ერთი წლის წინ იყო. საბოლოოდ, ტრამპი აგრძელებს არსებული ფრონტის ხაზის გაყინვის პოლიტიკას, თუმცა იძულებულია ანგარიში გაუწიოს მიწაზე არსებულ რეალობასა და პირველ რიგში უკრაინის ბრძოლისუნარიანობას.
ტრამპი აგრძელებს არსებული ფრონტის ხაზის გაყინვის პოლიტიკას, თუმცა იძულებულია ანგარიში გაუწიოს მიწაზე არსებულ რეალობასა და პირველ რიგში უკრაინის ბრძოლისუნარიანობას
- გასაგებია, რომ პრეზიდენტი ტრამპი უძლიერესი ზესახელმწიფოს პრეზიდენტია, მაგრამ, იგი ხშირად ისეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, მე კარგა ხანია თავი დავანებე მისი განცხადებებში ლოგიკისა და არსის ძებნა.
ანკარაში ვიზიტის ფარგლებშიც ასე აღმოჩნდა.
მან თქვა, ანაკარაში მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი რომ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს ვცემ პატივსო და ევროპელებს უსაყვედურა ის რომ ისინი აშშ-ისრაელ-ირანის ომში არ ჩაერთვნენ. ისევ გრელანდია გაიხსენა და ასე შემდეგ. დანიის პრემიერი იძულებული გახდა მისთვის ეპასუხა - „გრელანდია არ იყიდება, მოკავშირეებმა პატივი უნდა სცენ პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობასო“.
თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ტრამპის ანკარაში გაკეთებულ განცხადებებს?
- ანკარაში მიმდინარე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ნათლად დაანახა მსოფლიოს ვაშინგტონის ახალი, მკაცრად პრაგმატული და ტრანზაქციული მიდგომა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ.
დონალდ ტრამპის რიტორიკამ, რომელიც ტრადიციული მოკავშირეების მწვავე კრიტიკასა და ეკონომიკური სანქციების მუქარას მოიცავდა, კიდევ უფრო გააღრმავა დასავლურ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური გაუცხოება. განსაკუთრებული დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონის მოთხოვნამ აბსოლუტური ლოიალობის შესახებ, რამაც ევროპელ პარტნიორებში სუვერენიტეტის დაკარგვის შიში გააჩინა.
დონალდ ტრამპის რიტორიკამ, რომელიც ტრადიციული მოკავშირეების მწვავე კრიტიკასა და ეკონომიკური სანქციების მუქარას მოიცავდა, კიდევ უფრო გააღრმავა დასავლურ სახელმწიფოებს შორის არსებული პოლიტიკური გაუცხოება. განსაკუთრებული დაძაბულობა გამოიწვია ვაშინგტონის მოთხოვნამ აბსოლუტური ლოიალობის შესახებ, რამაც ევროპელ პარტნიორებში სუვერენიტეტის დაკარგვის შიში გააჩინა
ირანთან არსებული შეთანხმების ცალმხრივმა დასრულებამ და გრენლანდიის ტერიტორიის მიმართ გამოხატულმა გეოსტრატეგიულმა ინტერესებმა საერთაშორისო არენაზე არაპროგნოზირებადობის ახალი ტალღა წარმოშვა, რაც პირდაპირ აისახება გლობალურ უსაფრთხოებაზე.
ამავდროულად, ამერიკის ლიდერის მცდელობა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისული საკითხები მრავალმხრივი ინსტიტუტების გვერდის ავლით, რეგიონულ აქტორებთან პირადი და ორმხრივი გარიგებების გზით გადაჭრას, აკნინებს კოლექტიური თავდაცვისა და დიპლომატიის მნიშვნელობას.
შექმნილი რეალობა ევროპულ სახელმწიფოებს აიძულებს, უფრო აქტიურად იფიქრონ საკუთარი ავტონომიური სამხედრო პოტენციალის განვითარებაზე, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში არსებითად შეცვლის გლობალურ ძალთა ბალანსს და ხელს შეუწყობს მრავალპოლუსიანი უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც ევროპული მოკავშირეების წვლილიც და გავლენაც მკვეთრად გაძლიერდება და ტრანსატლანტიკური ერთობა წინად არსებული ურთიერთობების ტრანსფორმაციას განიცდის.
- მაშინ როცა ანკარაში ნატოს სამიტი მიმდინარეობდა, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გაცხადებით, ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის 85 სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანა.
თეირანის ამ ქმედებას წინ უძღვოდა ირანის პარლამენტის სპიკერის განცხადება -„ბულისგისა და გამოძალვის ეპოქა დასრულდა- ჩვენ არ ვნებდებით“.
ამ დაბომბვებს წინ უძღოდა აშშ-ს მიერ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ გემებზე თავდასხმის საპასუხოდ, ირანის სამხედრო ობიექტებებეზე დარტყმების განხორციელება.
იყო მოლოდინი, რომ ვაშინგტონსა და ირანს შორის შეჩერებული მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა, როგორც მინიმუმ აშშ-ში შუალედურ არჩევნებამდე, მაგრამ, ვხედავთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირების მწვავე ფაზა გრძელდება.
სავარაუდოდ, რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს აშშ-ირანს შორის ურთიერთობას?
- აშშ-ირანის ურთიერთობები ბოლო დღეების მწვავე ესკალაციისა და პრეზიდენტ ტრამპის მკაცრი განცხადებების ფონზე სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფრონტაციის ფაზაში გადავიდა.
ვაშინგტონის მიერ დროებითი ზავის დასრულებულად გამოცხადებამ, რაც ირანის მხრიდან ბაჰრეინსა და ქუვეითზე მიტანილ იერიშებს მოჰყვა, წინა პერიოდში მიღწეული მყიფე სტაბილურობა სრულად მოშალა.
შექმნილ ვითარებაში მოვლენების განვითარების სამი ძირითადი გეოპოლიტიკური სცენარი იკვეთება, რომლებიც რეგიონის მომავალს განსაზღვრავენ ჩემი აზრით. პირველი მიმართულება გულისხმობს ამერიკული წნეხის მაქსიმალურ გაძლიერებას, რაც ირანული ნავთობის ჩრდილოვანი ფლოტის ბლოკირებასა და სამხედრო პოზიციებზე წერტილოვან დარტყმებში გამოიხატება.
მეორე, უფრო სახიფათო სცენარი უკავშირდება ჰორმუზის სრუტის სრულ ჩაკეტვას თეირანის მიერ, რაც გამოიწვევს საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას მსოფლიო ბაზარზე და საერთაშორისო კოალიციის იძულებით სამხედრო ჩარევას რეგიონში არსებული კრიზისის გასამუხტად.
მესამე, ნაკლებად სავარაუდო გზა, მაგრამ არა შეუძლებელი გახლავთ - ირანის რეჟიმის ეკონომიკური კოლაფსის შიშით ახალი, გაცილებით მკაცრი დიპლომატიური შეთანხმების იძულებით გაფორმებაა. აქვე აღსანიშნავია რომ ამ სცენარების ზოგიერთი ასპექტების ურთიერთგადაკვეთაც არაა გამოსარიცხი.
ანალიტიკური თვალსაზრისით, ტრამპის რადიკალური პოზიცია მიანიშნებს, რომ ამერიკული მხარე, ამ კონკრეტულ ეტაპზე, კომპრომისებს აღარ განიხილავს და ირანის ახალი ხელმძღვანელობისგან სრულ კაპიტულაციას მოითხოვს.
ანალიტიკური თვალსაზრისით, ტრამპის რადიკალური პოზიცია მიანიშნებს, რომ ამერიკული მხარე, ამ კონკრეტულ ეტაპზე, კომპრომისებს აღარ განიხილავს და ირანის ახალი ხელმძღვანელობისგან სრულ კაპიტულაციას მოითხოვს
ნდობის, როგორც რესურსის, სრული ამოწურვის პირობებში, უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის ურთიერთობის მთავარ მახასიათებლად მკაცრი სამხედრო შეკავება და მზარდი ეკონომიკური ბლოკადა დარჩება. გლობალური მოთამაშეები, კერძოდ ჩინეთი და რუსეთი, შეეცდებიან შექმნილი კრიზისი საკუთარი სტრატეგიული ინტერესების გასამყარებლად და რეგიონში ამერიკული გავლენების დასასუსტებლად გამოიყენონ.
- იმის გათვალისწინებით რომ თქვენ ეუთო-ს სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ, უნდა გკითხოთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის „ჰააგის დეკლარაციაზე“, რომელიც საქართველოს ეხება.
პრაქტიკულად, ეუთოს ასამბლეის რეზოლუცია ისეთივე კრიტიკული იყო საქართელოს საკითხში, როგორც ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს. ეუთო ბოლო ევროპული სტრუქტურა იყო, რომელთანაც ოფიციალური თბილისი სამუშაო რეჟიმში იმყოფებოდა.
გვახსოვს, ხელისუფლება ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებს „ფარატინა ქაღალდად“ აფასებდა. ახლაც „ჰააგის დეკლარაციაზე“ ხელისუფლების პოზიცია მწვავე იყო.
ეუთოს „ჰააგის დეკლარაციას“, რომელშიც საქართველოს ეხება რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მომავალში?
- ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ჰააგის დეკლარაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს საფრთხეს უქმნის.
დოკუმენტი მკაცრად გმობს დემოკრატიულ უკუსვლას, რაც ზრდის დიპლომატიური იზოლაციისა და საერთაშორისო ლეგიტიმაციის დაკარგვის რისკს. ზოგი დამკვირვებლის აზრით, ხსენებული რეზოლუცია მიუთითებს გეოპოლიტიკური ვაკუუმის შექმნის საფრთხეს, რომლითაც შესაძლოა საერთაშორისო სივრცეში არსებული რევანშისტულმა ძალებმა ისარგებლონ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ჰააგის დეკლარაცია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური გამოწვევაა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს საფრთხეს უქმნის
დასავლელი პარტნიორების ასეთი პოზიცია ადასტურებს, რომ დემოკრატიული სტანდარტების დაცვა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობასთან. აღნიშნული ხელისუფლებისგან სიტუაციის კრიტიკულ გააზრებას მოითხოვს.
არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შენარჩუნება დასავლეთის მიმართულებით, რათა თავიდან იქნას აცილებული გრძელვადიანი დისტანცირება.
დასავლეთისგან გრძელვადიანი დისტანცირება საქართველოს რეგიონულ პერიფერიად აქცევს, რაც ახალ სატრანზიტო და ეკონომიკურ პროექტებში ქვეყნის ფუნქციის დაკარგვას ან დაკნინებას გამოიწვევს. უსაფრთხოების ქოლგის გარეშე დარჩენა ავტომატურად გაზრდის ავტორიტარული და რევანშისტული სახელმწიფოების, კერძოდ რუსეთის ფედერაციის, გავლენებს.
დასავლეთისგან გრძელვადიანი დისტანცირება საქართველოს რეგიონულ პერიფერიად აქცევს, რაც ახალ სატრანზიტო და ეკონომიკურ პროექტებში ქვეყნის ფუნქციის დაკარგვას ან დაკნინებას გამოიწვევს. უსაფრთხოების ქოლგის გარეშე დარჩენა ავტომატურად გაზრდის ავტორიტარული და რევანშისტული სახელმწიფოების, კერძოდ რუსეთის ფედერაციის, გავლენებს
საერთაშორისო სანქციები და ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება კი შეაფერხებს ინვესტიციების შემოდინებას და მოქალაქეებს ევროპულ სივრცეს მოწყვეტს. საბოლოოდ, ქვეყანა მარტო აღმოჩნდება ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინაშე, რაც ასე ოდენ დიდ ფასად და ისედაც მყიფე სტაბილურობას სრულად დაარღვევს.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი