გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მერის მოადგილის კაბინეტში ხანძარი გაჩნდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მოადგილის კაბინეტში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი მერიის შენობის მესამე სართულზე მდებარე ოთახში გაჩნდა.

„ხანძრის შედეგად საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. დილით გამვლელმა შეამჩნია და შემატყობინა. დაიწვა ერთი ოთახი - ჩემი მოადგილის კაბინეტი, რომელიც 10 კვადრატულია. მეხანძრეებმა ოპერატიულად იმუშავეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. ძირითადად დამწვარია ოთახში არსებული ინვენტარი. ვფიქრობ, ცეცხლი მოკლე ჩართვის გამო გაჩნდა“, - განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.