გიორგი ქობულიამ ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ დაათვალიერა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“-ს ეწვია და წარმოების პროცესს ადგილზე პირადად გაეცნო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ქობულია საწარმოს ხელმძღვანელობას შეხვდა, საუბარი კომპანიის სამომავლო გეგმებს, მისი განვითარების პერსპექტივებს შეეხო.

„წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“ 2017 წლის თებერვალში დაარსდა, ის ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. კომპანიამ 14 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა და 2017 წლის დეკემბერში პროდუქციის გამოშვება დაიწყო. საწარმოში ამჟამად დამატებით ინვესტირებულია 5 მილიონი ევრო და დასაქმებულია საქართველოს 110 მოქალაქე.

საწარმო 250000 წყლის ელექტროგამაცხელებელს აწარმოებს, როგორც ეკონომიკის მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის საუბრისას აღინიშნა, კომპანია 2019 წლის სექტემბრიდან პროდუქციის გაორმაგებას გეგმავს. ამასთან, „ატლანტიკ საქართველო“ უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშ“-თან ერთად იწყებს წარმოებას.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს რეგიონებში ასეთი წარმატებული საწარმოები ფუნქციონირებს. „ატლანტიკ საქართველო“ კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი. რეგიონებში ბიზნესსექტორის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - განაცხადა ქობულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა