სულხან მახათაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა და სამომავლო გეგემები გააცნო

ჭიათურის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მისი საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მათ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სულხან მახათაძემ ხაზი გაუსვა პრიორიტეტებს, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისათვის, მათ შორის ეკოლოგიურ პრობლემებს, შრომის უსაფრთხოებას, საპენსიო რეფორმას, სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას და ყველა იმ ცვლილებას, რაც ამ კუთხით კანონმდებლობაში განხორციელდა. შეხვედრაზე დეპუტატმა ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზე. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა, სადაც საზოგადოებას ანგარიში წარვუდგინე. მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდე იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში, უშუალოდ ჩემი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით განვახორციელეთ. ასევე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე და მიმართულებებზე, რომელიც ჩვენი ქალაქის, ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. მოსახლეობას გავაცანი სამომავლო გეგმები, რომლებსაც ჩვენ 2019 წლის განმავლობაში ვსახავთ. შედგა დიალოგი საზოგადოებასთან ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც მათ აწუხებთ“- განაცხადა სულხან მახათაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე დეპუტატმა მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მოსახლეობასა და დეპუტატს შორის დიალოგი, ასევე დეპუტატის მხრიდან ანგარიშის ჩაბარება, ეს არის ჩვენი კანონიერი ვალდებულება, და შესაბამისად ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი მიმართულებებით, განხორციელებული პროექტების, თუ პროგრამების მიმართულებებით, აუცილებელია ჩვენ საზოგადოებას მივაწოდოთ და ისინი იყვნენ მუდმივად ინფორმირებული, თუ რას ვგეგმავთ და რას აკეთებს მათი არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს მჭიდრო კომუნიკაცია და უშუალო დიალოგი ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, მომავალში ერთად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზებიც და მათ მოგვარებაზე ვიზრუნოთ. ერთმანეთის გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ სწორედ იმ შედეგს, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, - განაცხადა დეპუტატმა ჭიათურის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ