სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან აცნობეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „აგროქართლი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

„საწარმოს შექმნის ფინანსური მხარდაჭერა „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ფარგლებში მოხდა. საწარმოში ჯამურად 1 700 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი გრანტია, 845 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან პაატა შეყელაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო.

„სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 700 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 5 ადგილობრივი მცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი. კომპანიაში 2019 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - HACCP-ის დანერგვა იგეგმება.

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 187 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, შიდა ქართლის რეგიონში შეიქმნა 22 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა