მარნეულში ხრამ არხის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ხრამ არხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სარემონტო სამუშაოები არხის 12 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთს უტარდება, რომლის ძირი და ფერდები არმატურის ბადითა და მონოლითური ბეტონით ეწყობა.

მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, სარწყავი სისტემის წყალგამშვებ ნაგებობებს, ხიდებსა და აკვედუკს. სამუშაოების გასაცნობად ქვემო ქართლში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია იმყოფებოდა.

აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა სოფელ ხიზილაჯლოს, ქ.მარნეულის, საბირკენდისა და ალგეთის 4 075 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვას გააუმჯობესებს.

სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის 2,140,624 ლარია გამოყოფილი.

ქვემო ქართლში, ასევე, იმირასანის, აღმაშენებლისა და ბარათაანთ არხის სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ წყალუზრუნვეყოფილი გახდება დამატებით 1370 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4485 ჰექტარზე გაუმჯობესდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა