მაშველებმა ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24:00 საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა“, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

იხილეთ ვიდეო: 20 დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში ხიდიდან გადავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა